ავტორი:

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე, მთვარე კირჩხიბში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.

ვერძი: გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, ბიზნესპარტნიორებთან. იყავით ჰარმონიული კოლეგებთან. საღამო გაატარეთ მეგობრების გარემოცვაში.

კურო: აქტუალური საკითხებს მოგვარების დღეა. იყავით დაკვირვებული. დიპლომატიურად წარმართეთ მოლაპარაკებები საქმიან პარტნიორებთან. საღამოს უმასპინძლებთ მეგობრებს.

ტყუპი: კომუნიკაბელურობის გადაადგილების დღეა. გაიცნობთ და დაუმეგობრდებით საინტერესო ადამიანებს. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ საქმიანობას.

კირჩხიბი: დღეს მეტი კომფორტი უნდა შეუქმნათ საკუთარ თავს. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასიამოვნო ფორმატში წარმართეთ. თქვენი იდეები და მიგნებები სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.

ლომი: დღეს დაისვენეთ ან სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისგებლობას. საღამოს საინტერესო შეხვედრები, სიურპრიზები გელით.

ქალწული: დღეს მზე თქვენს ნიშანი გადმოვა. ენერგიის მომატებას იგრძნობთ. მოემზადეთ წინსვლისა და განვითარებისთვის. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, ურთიერთობა შეიძლება რომანში ან მეგობრობაში გადაიზარდოს.

სასწორი: არ გირჩევთ ზედმეტ აქტიურობას. მხოლოდ აუცილებელი ვალდებულებები შეასრულეთ. საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

მორიელი: დაკვირვებით გააფორმეთ დოკუმენტები. იყავით დიპლომატიური საქმიანი შეხვედრის დროს. დღეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.

მშვილდოსანი: საინტერესო ადგილების მონახულების შანსი მოგეცემათ. რომანტიკული ნაცნობობა კი შეიძლება დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს.

თხის რქა: მოგინდებათ ინტელექტუალურ საქმიანობაში ჩართვა, ახლის შესწავლა. კარგი იქნება, თუ მეტად იზრუნებთ ჯანმრთელობაზე, გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან.

მერწყული: საქმიან პარტნიორებთან ერთად განიხილეთ და მოაგვარეთ მიმდინარე საკითხები. საღამოს არ გამოაკლდეთ მხიარულ წვეულებას.

თევზები: მოიწესრიგეთ სამუშაო ზონა, პირადი ნივთები და დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველების მიმართ.