კურო
მოულოდნელი ფულის ხარჯვა გელით, მაგრამ ნუ დადარდიანდებით, შემოსავალი მალე გაგეზრდებათ, დღეს კი საკუთარი თავი ახალი სამოსით, ახლობლები კი – საჩუქრებით გაანებივრეთ.
ტყუპი
ნუ განაწყენდებით, თუ ვიღაცამ დანაპირები არ შეგისრულათ, ვერ დაგეხმარათ. უმჯობესია, ან სხვა გამოსავალი მოძებნოთ, ან ყველაფერი მარტომ შეასრულოთ.
კირჩხიბი
საქმეების დასრულების შემდეგ საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი ან ვახშამი მოუწყვეთ. ეცადეთ, უემოციოდ განიხილოთ თქვენი მომავალი, დაისახოთ ახალი გეგმები.
ლომი
გაფრთხილდით, გარშემო მყოფებმა თბილი მოპყრობითა და ტკბილი სიტყვით ის არ გაგაკეთებინონ, რაც არ გსურთ. უმჯობესია, მეტად ყურადღებით იმოქმედოთ, რათა ქათინაურებმა თავბრუ არ დაგახვიოთ.
ქალწული
საზღვარგარეთიდან მიღებულმა ინფორმაციამ ან მეგობრის ზარმა შეიძლება მთელი დღის გეგმები თავდაყირა დაგიყენოთ. იყავით მაქსიმალურად ფრთხილად, გაარკვიეთ რა მოგეთხოვებათ და რისი იმედი უნდა გქონდეთ.
სასწორი
საქმეების გამო შეიძლება მიპატიჟებაზე უარის თქმამ მოგიწიოთ, მაგრამ საქმე ამად ღირს. ნუ მოცდებით, დილიდანვე დასახეთ, რის გაკეთება გსურთ და იმოქმედეთ.
მორიელი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ოცნებებში წარმოგედგინათ, მაგრამ რომანტიკის გამო ყოველდღიურ საქმეებსაც ნუ დაივიწყებთ.
მშვილდოსანი
ენერგიული და მხიარული ხართ, ყველა საქმეს, რომელსაც დღეს წამოიწყებთ, ადვილად გაართმევთ თავს, მაგრამ ნურც მეგობრებთან გართობას დაივიწყებთ. ეცადეთ, არც ნათესავები დატოვოთ მოკითხვის გარეშე.
თხის რქა
დღეს დილიდან კარგ განწყობაზე იქნებით, რაც საშუალებას მოგცემთ სამსახურის საქმეებსაც მარტივად გაართვათ თავი და პირადი ცხოვრებისთვისაც მოიცალოთ. მთავარი, შეინარჩუნოთ კარგი განწყობა.
მერწყული
ლიდერის თვისება დღეს მოსვენების საშუალებას არ მოგცემთ, – ყველასთვის ჭკუის დარიგება, უფროსობა მოგინდებათ. ეცადეთ, თქვენმა ზედმეტმა აქტიურობამ გარშემო მყოფთა განრისხება არ გამოიწვიოს.
თევზები
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სამსახურის სქქმე იქნება ეს თუ – ოჯახის, ნუ დარჩებით მარტო. ეცადეთ, გარშემო მყოფებიც აქტიურად ჩართოთ საქმიანობაში. ახლობლებთან ერთად საქმე უფრო მალე და ხალისიანად შესრულდება.