კურო
მცირე უსიამოვნებებისა და შეფერხებების გამო კარიერასა და ქორწინებაში ნუ გადავარდებით პესიმიზმში. ყველაფერი გამოსწორებადია, მთავარია, მოინდომოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან და კოლეგებთან.
ტყუპი
თუ ახალი სამსახური ან საქმე შემოგთავაზეს, თანხმობამდე კარგად დაფიქრდით, გადახედეთ თქვენს დღის რეჟიმს და ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაითვალისწინეთ. შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა მოლოდინი გაგიცრუოთ.
კირჩხიბი
მოერიდეთ ექსპერიმენტებს. ახალი საქმეების წამოწყებას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. ეს დღე მშვიდად გაატარეთ, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ და ახალნაცნობობასაც მოერიდეთ.
ლომი
საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით პრეტენზიული; ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ახალგაცნობილებთან ნუ იქნებით გულახდილი. გადახედეთ ძველ საქმეებს. კარგი დღეა მათ დასასრულებლად, საბოლოო კორექტივების შესატანად.
ქალწული
გაუფრთხილდით ურთიერთობებს გარშემო მყოფებთან. დღეს მეგობრებისა და კოლეგების მხარდაჭერის გარეშე მოგიწევთ მუშაობა. ეს ერთგვარი გამოცდა იქნება თქვენთვის და ეცადეთ, მაქსიმალურად ყურადღებით და კარგად იმუშაოთ.
სასწორი
თუ სამსახურებრივ საქმეებსა და პირად ცხოვრებაში წინ ვერ მიიწევთ და ერთ ადგილს ტკეპნით, შეისვენეთ, გადახედეთ განვლილ მოვლენებს და შეეცადეთ სიტუაციის გამოსწორებას.
მორიელი
მოერიდეთ რთული სამუშაოს შესრულებას. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. ხშირად შეეხმიანეთ მეგობრებს. ხოლო თუ გართობაზე წინ სამუშაოს დააყენებთ, მობილიზებულად იმოქმედეთ.
მშვილდოსანი
საქმეებით დატვირთული დღე გელით, მაგრამ შეიძლება გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა (მაგ. ელექტრონული კავშირის გაუმართაობა) შეგიშალოთ ხელი. შეიძლება დაგეგმილი შეხვედრების, მგზავრობის გადადებამ მოგიწიოთ.
თხის რქა
ეს ის იშვიათი დღე გახლავთ, როცა შეგიძლიათ, თავს უფლება მისცეთ და ფული და დრო თქვენი სურვილისამებრ გამოიყენოთ. აგრეთვე, გადახედეთ მეგობრების სიას და დაუნანებლად ამოშალეთ ვაიმეგობრები.
მერწყული
კარგი დღეა გამოცდის ჩასაბარებლად, დიპლომის დასაცავად და ფართო მასების წინაშე სიტყვით გამოსასვლელად. საღამოს მოერიდეთ კამათს სამართალდამცავებთან და ნათესავებთან.
თევზები
საკუთარ გეგმებსა და იდეებზე ყველასთან საუბარს მოერიდეთ. შეიძლება ზოგიერთმა ნაცნობმა ან ინტერნეტ-მეგობარმა იმედი გაგიცრუოთ. უმჯობესია, დრო საკუთარი შეცდომების გამოსწორებას დაუთმოთ.