პარასკევი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 10:37-ზე. 14:16-ზე კი დაიწყება მთვარის პირველი დღეა, მთვარე 11:47-დან იქნება თხის რქაში
მთვარის ოცდამეათე დღე ყოველთვის არ დგება. ეს ჰარმონიის, სიყვარულის, მონანიებისა და პატიების დღეა. დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. აკონტროლეთ ემოციები. არ გადატვირთოთ კუჭი, მოერიდეთ ხორცეულს. უარი თქვით სმასა და სიგარეტზე. თმის შეჭრას არ გირჩევთ. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
ვერძი
განწყობა გაგიუმჯობესდებათ. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს საინტერესო ადამიანთან შეხვედრა ან მოგზაურობისთვის მზადება. არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას, სამომავლო სურვილები კი შეგიძლიათ ჩამოწეროთ.
კურო
ყურადღებით მოუსმინეთ საყვარელი ადამიანების მოსაზრებებს, რომლებსაც ენდობით. საღამო სახლში გაატარეთ ოჯახთან ერთად.
ტყუპი
საქმიანი შეხვედრა დღის პირველ ნახევარში ჩაატარეთ, რადგან მეორეში, შესაძლოა, სწორი გადაწყვეტილება ვერ მიიღოთ. არასწორი ინფორმაციით გამოწვეულმა გაურკვევლობამ შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური ზარალი.
კირჩხიბი
ენერგიის მომატებას იგრძნობთ და ნებისმიერ სამუშაოს სიამოვნებით შეასრულებთ. თუმცა, ჯანმრთელობაზე ზრუნვას ნუ დაივიწყებთ. ნუ აჰყვებით ემოცებს.
ლომი
შვილები გაგახარებენ თავიანთი წარმატებებით. მადლობის ნიშნად წაიყვანეთ თქვენი შვილი თეატრში, გააკეთეთ მისთვის რაიმე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი.
ქალწული
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ყველა წინააღმდეგობა წარმატებით მოგვარდება, დადგება სიხარულის, სიმშვიდისა და ჰარმონიის დრო. საღამოს გელოდებათ სასიყვარულო აღიარებები, რომანტიკული სიურპრიზი.
სასწორი
დღეს გარშემო მყოფებს უჩვეულო მხრიდან აღმოაჩენთ და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად მოინახულეთ ნათესავები და საერთო მეგობრები.
მორიელი
მშვიდი საქმეები შეასრულეთ. არაფერი განსაკუთრებული დღეს არ მოიმოქმედოთ. უმჯობესია, გადაწყვეტილებების მიღებაც ხვალისთვის გადადოთ. საღამოს არ გაიფუჭოთ გუნება-განწყობა.
მშვილდოსანი
ფანტაზიორობამ და ემოციურმა არასტაბილურობამ შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური ზარალი. უფრო მეტად დაეყრდენით ინტუიციას, საღ აზრს. არ ენდოთ უახლოესი ადამიანების აზრსაც კი - სავარაუდოდ, ეს მცდარი იქნება.
თხის რქა
გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანშია. იყავით მეტად მიზანმიმართული. იყავით მომართული განახლებაზე. დაიწყეთ ახალი იდეების განხორციელება, მაგრამ ნურც ძველ ვალდებულებებს დაივიწყებთ.
მერწყული
მოემზადეთ ცვლილებებისთვის, მეტად დაისვენეთ და შეიქმენით სასიამოვნო გარემო. საღამოს მეგობრულ წვეულებაზე ან კორპორატიულ შეხვედრაზე მიგიწვიონ. გაერთობით და საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. ზოგიერთს კი რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.
თევზები
სურვილების ასრულების დრო გეწყებათ: ზოგიერთს შეიძლება შემოგთავაზონ დაწინაურება ან ხელფასის გაზრდა. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. ერთად დაგეგმეთ საახალწლო წვეულება.