შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 14:20-ზე, მთვარე კუროშია
თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას, ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
ვერძი
უნდა იყუროთ წინ. ნუ მიეჯაჭვებით წარსულს. ისწავლეთ შეცდომებზე, განთავისუფლდით საზრუნავებისგან და კონცენტრირდით მომავალზე. დაუთმეთ დრო ძველ მეგობრებს; მათი წარმატებები შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენთვის. დღეს მიდრეკილი ხართ იმპულსური შესყიდვებისკენ. ამიტომ შეეცადეთ თავი შეიკავოთ.
კურო
გაუზიარე თქვენი განცდები საუკეთესო მეგობარს, შვებას იგრძნობთ. დღეს დიდი ენერგია გაქვთ. მიმართეთ იგი არა მხოლოდ სამუშაოზე, არამედ დაიტოვეთ თქვენთვისაც. გამონახეთ დრო ჰობისთვის. შორიდან მოყოლებული სიახლეები განწყობას აგიმაღლებთ და უახლოეს მომავალში თქვენი გეგმები შესაძლოა შეიცვალოს.
ტყუპი
გარშემო მყოფები თქვენზე ბევრს საუბრობენ. ახლა თქვენ შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ ახალი სასარგებლო კონტაქტები ნაცნობი ადამიანების მეშვეობით. ეს გამოგადგებათ როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სამუშაო არასოდეს დასრულდება, არ უნდა დაიძაბოთ, არ უნდა ეცადოთ, ყველაფერი ერთდროულად გააკეთოთ.
კირჩხიბი
შეიძლება იგრძნოთ, რომ ბევრი ენერგია გაქვთ. მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ ყველაფერი დღეს გააკეთოთ. შეინახეთ ნაწილი მეორე დღისთვის. არ არის გამორიცხული დაუგეგმავი მივლინება წახვალთ ან პირადი საკითხების გამო მგზავრობა. საინტერესო შეთავაზებები შეიძლება იყოს მეგობრებისგან, განიხილეთ ისინი.
ლომი
23 დეკემბერს დიდ დროს დაუთმობთ ინფორმაციის მოძიებას და დოკუმენტების მომზადებას. ბიზნესის სფეროში მოსალოდნელია მოულოდნელი ცვლილებები. დაურეკეთ ან ეწვიეთ მშობლებს და დაელოდეთ სასიხარულო ამბებს ახლობლებისგან.
ქალწული
არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. დაურეკეთ მეგობრებს, სთხოვეთ მხარდაჭერა. თუ ეს სამუშაო სიტუაციაა, მაშინ რჩევა სთხოვეთ კოლეგებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდით უფროსის ყურადღების მიქცევას, მაგრამ საბოლოოდ მიხვდებით, რომ ეს არ ღირდა.
სასწორი
23 დეკემბერს მეტი ენერგია გაქვს ქალაქში სეირნობისთვის. კოლეგებთან, კლიენტებთან ან მეგობრებთან ურთიერთობისთვის. შესაძლოა გარკვეული ცვლილებები მოხდეს სამსახურში, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. თუ ვინმესთან გაქვთ საერთო ფინანსები, მაშინ დღეს შეგიძლიათ ისაუბროთ ერთობლივ ბიუჯეტზე და მის განაწილებაზე.
მორიელი
თქვენ შეძლებთ ხალხის დარწმუნებას თითქმის ყველაფერზე. თქვენი არგუმენტები უტყუარი იქნება, რაც შეიძლება გამოგადგეთ როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. თქვენს ოჯახში ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს პრობლემები და მოინდომოს მათი დამალვა სხვებისგან. დაეხმარეთ მას, შეინახეთ მისი საიდუმლო.
მშვილდოსანი
ზოგჯერ თეთრი ტყუილი ნამდვილად გარდაუვალი ზომაა. თუ ამას სწორი მიზეზით აკეთებთ და ახერხებთ თქვენი ქმედებების სწორად დასაბუთებას, მაშინ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ფრთხილად იყავით, თხელ ყინულზე დადიხართ. ფულის თემა შესაძლოა უფრო აქტუალური გახდეს. შესაძლოა ვინმემ დაიწყოს დამატებითი შემოსავლის ძებნა ან შეეცადოს ოპტიმალურად გაანაწილოს ის, რაც აქვს.
თხის რქა
განიხილეთ თქვენი ურთიერთობა ან სამუშაო პრობლემები თქვენს საუკეთესო მეგობრებთან. ისინი კარგ რჩევას მოგცემენ. ჭკვიანი და უნარიანი ხართ, არ შეგეშინდეთ ამის ჩვენება. რომანტიკულ ურთიერთობებში მოსალოდნელია მოულოდნელი ცვლილებები. ბავშვებს დაუთმეთ ჩვეულებრივზე მეტი დრო.
მერწყული
სამსახურში არ უნდა მოდუნდეთ, მაშინაც კი, თუ ამას სხვები აკეთებენ. თქვენი მენეჯერი შეამჩნევს თქვენს ძალისხმევას და გამოგარჩევთ დანარჩენებისგან. დამოუკიდებელი მუშაობა უფრო სასურველი და ეფექტური იქნება ვიდრე კოლექტიური. სახლში მოსალოდნელია მოულოდნელი მოვლენები ან ნათესავებისგან სიახლეები. დღე შესაფერისია საახალწლოდ სახლის გარდაქმნებისთვის.
თევზები
სამსახურში პრობლემების გადაჭრისას გაიარეთ კონსულტაცია კოლეგებთან, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან. დღეს თქვენი მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვები არ არის. თქვენ რეალურად მიხვდებით, რომ შეგიძლიათ დაეყრდნოთ ადამიანებს. საღამოს გამორთეთ მობილური ტელეფონი და ისიამოვნეთ მშვიდი ინტიმური მომენტებით პარტნიორთან ერთად.