23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მშვიდად გათავისუფლდით ყველაფერი ძველისგან. მათ ადგილს კი მალე ახალი დაიკავებს, – ახალი ნივთები, ურთიერთობა. საღამოს მოსალოდნელია სერიოზული საუბარი, რომელიც ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებსა და ხალხის მასასთან ურთიერთობას.

ტყუპი

მოერიდეთ კონფლიქტებს, აკონტროლეთ ემოციები. ნებისმიერი ინფორმაცია მშვიდად მიიღეთ და განიხილეთ. მშვიდად შეიტანეთ კორექტივები საქმეებში, ურთიერთობაში. მოერიდეთ შეცდომების დაშვებას. მათი გამოსწორება ძვირი დაგიჯდებათ.

კირჩხიბი

აკონტროლეთ პარტნიორები. შეიძლება, მათი შეცდომების გამოსწორობამ მოგიწიოთ. დალაგეთ აზრები საქმეები, სამუშაო ადგილი. საღამო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. კარგი დღეა ინტერნეტ–საყიდლებისთვის.

ლომი

გაუთვალისწინებელი პრობლემები (დოკუმენტების დაკარვა, ტექნიკის მოშლა) იჩენს თავს, მაგრამ ეცადეთ, ყველაფერს მშვიდად შეხვდეთ. საღამოს სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. კარგი პერიოდია მიმოწერისა და ურთიერთობისთვის.

ქალწული

დღეს შეძლებთ მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე, არავინ გაჩქარებთ, მაგრამ თავად გადაამოწმეთ ინფორმაციები. მიხედეთ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით სასარგებლოა გამწმენდი პროცედურები. საღამო საინტერესო ამბებს მოგიტანთ.

სასწორი

შეხვედრების, მიმოწერის დღე გელით. თითქოს ყველას დღეს გაახსენდა თქვენი არსებობა და ყველას თქვენთან აქვს საქმე. თუმცა, მთვარე ქალწულში გაიძულებთ ყურადღებით იმუშაოთ. პირად ცხოვრებაში ფსიქოლოგის როლი უნდა შეასრულოთ, მოუსმინოთ, რაც რთული სიტუაციის დაძლევაში დაგეხმარებათ.

მორიელი

თავისუფალი გრაფიკით იმუშავეთ. შესაძლებელია ძველი პარტნიორის გამოჩენა, ურთიერთობის აღდგენა. შედეგის მისაღებად დღეს მეტად უნდა დაუთმოთ. კარგად გაერკვიეთ რთულ სიტუაციებში და ისე იმოქმედეთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა გარშემო მყოფებთან ურთიერთობების დასარეგულირებლად. საქმიანი მიმოწერისა და საჭირო ინფორმაციის დასახარისხებლად. განიხილეთ დაწყებული, ძველი პროექტები. პირად ცხოვრებაში დახმარება და ზრუნვა ლაპარაკზე მნიშვნელოვანი გახდება.

თხის რქა

გილოცავთ, მზემ თქვენს ნიშანში გადმოინაცვლა, შვებას ნამდვილად იგრძნობთ, მაგრამ შეფერხებებიც გექნებათ. დაისახეთ მიზნები. თუმცა, მარტო მუშაობა უფრო დიდ შედეგს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პარტნიორის ჭირვეულობა. ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც თქვენ გსურთ.

მერწყული

ნუ დაძაბავთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. პირიქით დაიხმარეთ ისინი და თავადაც შეეშველეთ საქმეების შესრულებაში. დღეს მეტად უნდა იმუშაოთ. პირად ცხოვრებაში დროა, ურთიერთობის უფრო სერიოზულ ეტაპზე გადახვიდეთ.

თევზები

მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას, გადაღლას. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, არსებობს მოწამვლის საშიშროება. კარგი დღეა დასვენებისთვის. გამონახეთ დრო საყვარელი საქმიანობისთვის.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით