23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მეტი ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის მუშაობას. კარგი დღეა მკურნალობის დასაწყებად, ორგანიზმის გასაკაჟებლად.

ტყუპი

თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ, დროა, ცხოვრების წესს გადახედოთ; ჯანსაღად იკვებოთ და მეტად იაქტიუროთ.

კირჩხიბი

უმჯობესია გაერკვეთ საქმის ვითარებაში (ეს ჯანმრთელობასაც ეხება, სამსახურის საქმეებსაც და პირად ურთიერთობებსაც), ვიდრე არაფერი იცოდეთ და ნერვიულობდეთ.

ლომი

გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა (შეიძლება ძველი ვალი დაიბრუნოთ) და საკუთარი თავის ძვირფასი საჩუქრით განებივრებას შეძლებთ.

ქალწული

სამსახურის საქმეებისა და სხვა პრობლემების მიუხედავად მთელი დღე პირადი ცხოვრების მოწესრიგებით იქნებით დაკავებული. უმჯობესია, გაწყვიტოთ კავშირი, ვიდრე მუდამ მსხვერპლის როლში იყოთ.

სასწორი

ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყებაც. მეტად დაისვენთ და გათავისუფლდით შიშებისა და უარყოფითი აზრებისგან.

მორიელი

არ წამოიწყოთ ახალი პროექტები. მოიწესრიგეთ პირადი ცხოვრება, ნივთები; სხვების დაუხმარებლად დაასრულეთ დაწყებული საქმეები.

მშვილდოსანი

თუ საყვარელ ადამიანთან ან საქმიან პარტნიორთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ, დაფიქრებულად და სერიოზულად უნდა იმოქმედოთ.

თხის რქა

დღის მთავარ საკითხად პირადი ურთიერთობების გაუმჯობესება უნდა დაყენოთ. ეცადეთ ოჯახში სიმშვიდემ დაისადგუროს. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.

მერწყული

სამსახურის საქმეების გამო საოჯახო მოვალეობებს ვერსად გაექცევით. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.

თევზები

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. კარგი დღეა კონსულტაციაზე ჩასაწერად და ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაწყებად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით