23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, შესაძლებლობები. მეტი დრო გაატარეთ პოზიტიური ადამიანების გვერდით. აქტიურობა პირად ცხოვრებაშიც გამოგადგებათ.

ტყუპი

საინტერესო შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. თანამოაზრეებს გაიჩენთ, თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი

დღეს ყველასთვის მისაბაძი გახდებით. უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი და არაფერი რომ არ გამოგრჩეთ, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

ლომი

საინტერესო მოვლენებით დაგამახსოვდებათ დღევანდელი დღე. ყურადღება მიაქციეთ იმიჯს და იყავით ღიმილიანი. შუადღის შემდეგ სიურპრიზები გელით პირად ცხოვრებაში.

ქალწული

საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი, სხვებს გაუზიაროთ გამოცდილება. საღამო საქმეებისგან გამოითავისუფლეთ; შეხვდით მეგობრებს, საყვარელ ადამიანს.

სასწორი

ვარსკვლავებისგან სიურპრიზი გელით. არ იზარმაცით, თორემ ყველაზე საინტერესო პროექტებს სხვები დაიტაცებენ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

მორიელი

სხვადასხვა სფეროში მოგიწევთ თქვენი ნიჭის გამოვლენა. სამსახურში საქმეებს ისე მოაგვარებთ, რომ კონკურენტების შექებასაც კი დაიმსახურებთ. პირად ცხოვრებაში მეტი გარჯა მოგიწევთ, რათ საყვარელ ადამიანს ასიამოვნოთ.

მშვილდოსანი

იდეებით ხართ აღსავსე. განიხილეთ ისინი უფროსთან, კოლეგებთან ერთად. საღამოს კომპიუტერთან ნუ გაატარებთ, მეგობრები აიყოლიეთ და აქტიურ სპორტულ თამაშში ჩაერთეთ.

თხის რქა

დღეს მხოლოდ სასიამოვნო განცდები გელით. გაუზიარეთ თქვენი ცოდნა-გამოცდილება კოლეგებს. სასიხარულო მომენტებით იქნება აღსავსე პირადი ცხოვრებაც.

მერწყული

საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად ნუ გამოაკლდებით წვეულებას. საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. ეცადეთ, გარშემო მყოფებს მოაწონოთ თავი.

თევზები

პოზიტიური დღე გელით. შეხვდებით დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკულ პაემანს მოგიწყობთ, მაგრამ მანამდე დაწყებული საქმეები უნდა დაასრულოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით