ავტორი:

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 ივლისი მთვარის ოცდამეოთხე დღე, მთვარე 09:12-ზე ესტუმრება ტყუპს

ამ დღეს კარგია ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. აგრეთვე შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე. მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე.

ვერძი: წვრილ-წვრილი საქმეების მოგვარების დღეა, მაგრამ მათ მიმართაც გმართებთ დაკვირვება. არ გირჩევთ ექსპერიმენტებს კვებასთან, იმიჯთან დაკავშირებით.

კურო: საოჯახო, რუტინული საკითხები გექნებათ მოსაგვარებელი. მოიცილეთ უსარგებლო და დაზიანებული ნივთები. გაისტუმრეთ ვალები.

ტყუპი: ისეთი საქმეები შეასრულეთ, რაც სიამოვნებასაც მოგიტანთ და სარგებელსაც. დაასრულეთ შემოქმედებითი პროექტები. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ერთად გართობას.

კირჩხიბი: მიღებულ ინფორმაციაში მეტი ყურადღება მიაქციეთ პრაქტიკულ ნიუანსებს. კარგი დღეა სახლისა და პირადი ნივთების დასალაგებლად. მოგიწევთ ახლობლების, კოლეგების დახმარება.

ლომი: გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანშია. დღეიდან ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და გააქტიურდებით სასურველის მისაღებად. მუშაობისას და გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას დააკვირდთ დეტალებს.

ქალწული: ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. კარგი დღეა წმინდა ადგილების მოსანახულებლად; გაჭირვებულების დასახმარებლად პროდუქტებითა და სხვა საჭირო ნივთებით.

სასწორი: რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეთ, იყავით დაკვირვებული, გადაამოწმეთ დეტალები, ჰკითხეთ რჩევა გამოცდილ ახლობლებს. მეტად დაისვენეთ; საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

მორიელი: გაიჩენთ ახალ თანამოაზრეებს, მეგობრებს. მოგინდებათ საკუთარი იდეების გარშემო მყოფების გაზიარება. და თავადაც დაგებადებათ ახალები, მაგრამ დღეს ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ.

მშვილდოსანი: საქმეების მოგვარებისას მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი, ნიუანსებისადმი. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის საყვარელი ადამიანების გვერდით.

თხის რქა: დაასრულეთ დაწყებული პროექტები, მოიცილეთ უსარგებლო, დაზიანებული ნივთები. ზოგიერთი საქმე შეიძლება თავიდან გაგიხდეთ გასაკეთებელი, გადასაკეთებელი.

მერწყული: მსუბუქი საქმეები შეასრულეთ, ნუ გადაიღლებით. გადახედეთ პირად ნივთებს და მოიცილეთ ყველაფერი, რაც უსიამოვნო მოგონებებთანაა დაკავშირებული. აგრეთვე, გაწმინდეთ გაჯეტები უსარგებლო ინფორმაციისგან.

თევზები: დღეს პრაქტიკული საქმეები უნდა შეასრულოთ რაც წარმატებას და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. საღამო დაუთმეთ დასვენებას, მეგობრებთან კომუნიკაციას.