23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:28-ზე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 12:21-ზე

მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით ღვიძლს.

ვერძი

კარგი დღეა მოგზაურობის დაგეგმვისთვის, შესაძლოა, გამოყოთ მოგზაურობის ბიუჯეტი ან მოემზადოთ თქვენი გამგზავრებისთვის, შეისყიდოთ ის, რაც გჭირდებათ. ეს ასევე ხელსაყრელი დღეა სწავლისა და ახალი გამოცდილების მისაღებად. შეიძლება რაღაც საკითხზე წარმოდგენა შეგეცვალოთ.

კურო

შესაძლებელია, თქვენი პრინციპების კორექტირება დაგჭირდეთ. პირად ურთიერთობებში შესაძლოა გაუგებრობები იყოს. არ არის საუკეთესო დღე შოპინგისთვის. თქვენს პარტნიორს შეიძლება უფრო მეტი ყურადღება დასჭირდეს, ვიდრე ჩვეულებრივ. არ არის საუკეთესო დღე მნიშვნელოვანი საკითხებისა თუ სამართლებრივი საკითხების მოსაგვარებლად. გაატარეთ დრო რაც შეიძლება მშვიდად.

ტყუპი

დღეს წინა პლანზე მოდის ადამიანებთან ურთიერთობა. ზოგთან გულწრფელი და მეგობრული იქნებით, ზოგს არ დაეთანხმებით, რადგან განსხვავებული დამოკიდებულება გაქვთ ერთი და იმავე საკითხების მიმართ. პირად ურთიერთობებში შესაძლებელია ცვლილებები. სამსახურში უფრო ფრთხილად იყავით. ნუ დაუჯერებთ დაპირებებს.

კირჩხიბი

მოგიწევთ მეტი დრო დაუთმოთ სამუშაოს, ჯანმრთელობას. შეიძლება მოგეცეთ დამატებითი პასუხისმგებლობები, დაწინაურება ან დაჯილდოება დასრულებული სამუშაოსთვის. ზოგიერთს კი მოუწევს სამედიცინო შემოწმების გავლა ან საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე ყურადღების მიქცევა. კარგია ფიზიკური დატვირთვა.

ლომი

გაათავისუფლეთ დრო შვილებთან გასატარებლად. რომანტიკულ ურთიერთობებში შესაძლებელია უთანხმოება. არ არის საუკეთესო დღე პაემნებისა და ახალი ნაცნობობისთვის. თუ ადამიანებთან მუშაობთ, შეიძლება მეტი შეკვეთა გქონდეთ. საქმეს კრეატიულად, ჩვეულებრივზე განსხვავებულად მიუდექით. ეს დაგეხმარებათ ახლებურად შეხედოთ თქვენს სამუშაო პროცესს.

ქალწული

პრობლემებმა შეიძლება მოგაცდინონ სამუშაოს. კონფლიქტების პროვოცირება არ უნდა მოხდეს, უმჯობესია კომპრომისის პოვნა. გაატარეთ დღე კოლეგებთან ერთად. შეიძლება იყოს პრობლემები სახლში, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. ზოგიერთს მოგიწევთ ახლობლების პრობლემების მოსმენა.

სასწორი

დღეს ბევრ კონტაქტს, კომუნიკაციას და ნაცნობობას გეგმავთ. ზოგი გადაადგილდება მთელი დღე ქალაქში, იქნება მივლინებაც. ადამიანი გაგიზიარებთ ამბებს, რომლის მიმართაც გულგრილი არ დარჩებით. საღამო შესაფერისია რომანტიკული პაემნებისთვის.

მორიელი

დღეს ფინანსური საკითხი უნდა მოაგვაროთ. ზოგს სესხის აღება მოუწევს, ზოგი საჩუქარს თანხის სახით მიიღებს. დაიწყებთ შესყიდვების დაგეგმვას და ბიუჯეტის განაწილებას მომავლისთვის. შესაძლოა პარტნიორთან ფულზე ან საერთო საკუთრებაზე უთანხმოება იყოს. გაატარეთ დრო ერთად, წადით სადმე, განიტვირთეთ.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი დღეა თქვენთვის. ვიღაც მიიღებს საბედისწერო გადაწყვეტილებებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე. ზოგი დაიწყებთ აზრების, შეხედულებებისა და გარეგნობის შეცვლას. შესაძლოა იყოს ბევრი კომუნიკაცია ნათესავებთან და მეგობრებთან.

თხის რქა

არ არის საჭირო იმაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება, ვიდრე ამჟამად გაქვთ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, გადადეთ სერიოზული, მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტა სხვა დროისთვის. იპოვეთ დრო, რომ დაუთმოთ მხოლოდ საკუთარ თავს: იყავით მარტოობაში, წაიკითხეთ წიგნი, წადით მასაჟზე ან აუზზე.

მერწყული

შესაძლოა დღეს თქვენი ურთიერთობა რომელიმე მეგობართან დასრულდეს, ან გადაწყვიტოთ შეცვალოთ კლუბი ან ინტერესთა ჯგუფი, რომელსაც სტუმრობთ. დღე ხელსაყრელია ბავშვებთან კომუნიკაციისთვის; რომანტიკულ ურთიერთობებში შეიძლება იყოს უთანხმოება. ზოგიერთი მიიღებთ მოულოდნელ სტუმრებს.

თევზები

შესაძლოა განიცადოთ ცვლილებები პროფესიულ საქმიანობაში. ზოგისთვის ის უმნიშვნელო იქნება, ზოგს კი ცხოვრების შეცვლა მოუწევს. ზოგი გადაწყვეტს გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას. იყავით უფრო ყურადღებიანი ხანდაზმული ნათესავების მიმართ. მეტი ყურადღება მიაქციეთ მათ. ასევე, დაუთმეთ დრო დასვენებას, არ გადატვირთოთ.