23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

პარტნიორებთან და საყვარელ ადამიანთან არ გირჩევთ კამათს ყველაფერი მათთან შეთანხმებულად უნდა მოაგვაროთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ნუ გადაიღლებით.

ტყუპი

კარგ დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. შეიძლება გაგიჩნდეთ ახალი ჰობი, შემოგთავაზონ ახალი საქმის დაწყება. კარგი დღეა სამომავლო იდეების განსახილველად.

კირჩხიბი

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. თავად შეძლებთ საუკეთესო თვისებების გამოვლენას; ახლობლების დახმარებას. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვრებლად.

ლომი

ნუ გაართულებთ ურთიერთობებს კოლეგებსა და პარტნიორებთან. შეთანხმებულად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. ეცადეთ, სამსახურის საქმების გამო ურთიერთობა არც საყვარელ ადამიანთან გაგიფუჭდეთ.

ქალწული

ახალი პროექტის დაწყებამდე კარგად გაერკვიეთ საქმის ვითარებაში. გაანალიზეთ უმცირესი დეტალიც კი. მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფთა რჩევას. მხოლოდ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების იმედად ნუ იქნებით.

სასწორი

თუ თავად გიჭირთ სიტუაციის რეალურად შეფასება, დახმარება ერთგულ მეგობარს სთხოვეთ. ვინც გვერდშიც დაგიდგებათ და არც თქვენ საიდუმლოს მოსდებს ქვეყანას.

მორიელი

კარგი დღეა იდეების განსახორცილებლად. წარმატებას მოგიტანთ საქმიანი შეხვედრები; კარგი დღეა უცხოელ კოლეგებათანაც კონსულტაციისთვის.

მშვილდოსანი

მეტი დრო დაუთმეთ ბინის მოწყობას, ნათესავებთან ურთიერთობების დარეგულირებას. შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ გარშემო მყოფებს პრობლემების მოგვარებაში.

თხის რქა

დღეს ერთდროულად რამდენიმე სერიოზულ საკითხე მოგიწევთ მუშაობა. მეტი ყურადღება და დაკვირვება გმართებთ. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად; რჩევა სპეციალისტებს ჰკითხეთ.

მერწყული

თუ დღეს ისეთ ადამიანთან მოგიწევთ შეხვედრა, ვისთანაც ნაჩხუბარი ხართ ან გასაყოფი გაქვთ რაიმე, მაქსიმალური ტაქტი გამოიჩინეთ და პრობლემები დიპლომატიურად მოაგვარეთ.

თევზები

დღის განმავლობაში სამსახურებრივი და საოჯახო საქმეების შესრულება მოგიწევთ. ეცადეთ, გარშემო მყოფები დაიხმაროთ, რათა უქმეებე ნაკლები იმუშაოთ და მეტად დაისვენოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით