ისტორიული წყაროების მიხედვით, მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც... და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესატყვისება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
23 მაისს დაბადებული ადამიანები მომხიბვლელი გარეგნობით და გარშემო მყოფებისთვის თავის მოწონების ნიჭით გამოირჩევიან. კომუნიკაბელურებსა და უჩვეულოდ კეკლუცებს, არცთუ იშვიათად სწყალობთ ბედი შოუ-ბიზნესის სამყაროში. თუმცა სურვილი, გარშემო ყველას მოაწონონ თავი, ხშირად ხდება მათთვის ფსიქოლოგიური დისკომფორტისა და პრობლემების მიზეზი.