კვირა, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 13:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადაბრძანდება 02:52-დან
რეკომენდებულია: ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა.
არ არის რეკომენდებული: ახალი საქმეების დაწყება.
ჯანმრთელობა: აქტიურია კისერი, ხმის იოგებია.
კვება: საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი; გამოაცხვეთ პური.
მოგზაურობა: არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად.
ურთიერთობები: დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი.
დღის მინერალები: ამაზონიტი, მწვანე ნეფრიტი.
კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა და დაწყებას. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას.
აქტიური ორგანოები: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა.
კვება: უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, შებოლილი ყველისა და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე. დაიცავით უმარილო დიეტა.
საოჯახო საქმეები: კარგია დასუფთავება, რემონტი, სახლის მოვლა, ნაგვის გადაყრა. მოერიდეთ ნივთების ქიმწმენდას ამ დღეებში.
კოსმეტიკური პროცედურები: შეგიძლიათ თმის შეჭრა და შეღებვა, არასასურველი თმის მოცილება. გაიწმინდეთ სახე და გაიკეთეთ ნიღბები. ხელსაყრელი დროა მანიკიურისა და პედიკიურისთვის.