კვირა, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 13:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადაბრძანდება 02:52-დან
კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა და დაწყებას. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი. გამოაცხვეთ პური. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. აქტიური ორგანოები: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა.
ვერძი
დააკვირდით სიზმრებს, მნიშვნელოვანია, გაიგოთ თქვენი ქვეცნობიერის მიერ მოცემული მინიშნების მნიშვნელობა, თუმცა ეს ისეთი მარტივი არ იქნება, როგორც თავიდან ჩანს.
კურო
რამდენადაც არ უნდა გაღიზიანებდეთ თქვენი საყვარელი ადამიანები, შეეცადეთ თავი შეიკავოთ. ხვალისთვის ნეგატივი უკვალოდ გაქრება, მაგრამ დაზიანებული ურთიერთობები დარჩება.
ტყუპი
ცუდ განწყობას, მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღეა, მუშაობით ან კიდევ უკეთესი, ჰობით უნდა უმკურნალოთ. დეპრესიასაც დაძლევთ და, ამავდროულად, თქვენს სახლს იდეალურ წესრიგში მოიყვანთ.
კირჩხიბი
კარგი დღეა ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან ან მეგობრებთან ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის: პარტნიორები მზად იქნებიან, რომ დაგთანხმდნენ, ამიტომ სასურველი კონსენსუსის მიღწევა დიდი ძალისხმევის გარეშე იქნება შესაძლებელი.
ლომი
მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობაში არსებულ უმნიშვნელო ცვლილებებსაც კი - სავარაუდოდ, ისინი გამოწვეული იქნება დასვენების ნაკლებობით, ამიტომ გონივრულია, კვირა დაისვენოთ.
ქალწული
ცდუნება, მიატოვოთ პროექტი, რომელიც რაიმე მიზეზით არ გამოდის, ძლიერი იქნება, მაგრამ მოიცადეთ. მცირე ძალისხმევით, შეგიძლიათ დაძლიოთ სირთულე, რომელიც გადაულახავი ჩანდა.
სასწორი
დღეს თქვენ გარშემო მუდმივად წარმოიქმნება კონფლიქტები, რაც პოტენციურად იმოქმედებს თქვენს ახლობლებზე. თუმცა, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ მათი ესკალაცია, რამაც შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს.
მორიელი
მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ იმ ნიშნებს, რომლებსაც დღეს სამყარო გამოგიგზავნით: ეს მინიშნებები დაგეხმარებათ მიმდინარე და რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ორიენტირებაში.
მშვილდოსანი
საუკეთესო დღეა დასვენებისთვის. თუ რაიმე აუხსნელი მიზეზის გამო თავს არაკომფორტულად გრძნობთ, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და გააკეთეთ ისე, რომ არაფერმა შეგაწუხოთ.
თხის რქა
უნდა მოერიდოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც ნეგატიურ ემოციებს იწვევენ თქვენში: ასეთი საუბრები არანაირ სიკეთეს არ მოგიტანთ და გარანტირებულად გაგიფუჭებთ განწყობას და რატომ უნდა გაგიფუჭოთ დასვენების დღე?
მერწყული
დღეს წარმატება ელის მათ, ვინც დასვენების დღის მიუხედავად, ქმნის მკაფიო სამოქმედო გეგმას და მას ზედმიწევნით იცავს. დანარჩენები, არაორგანიზებულობის გამო, თავიანთი მიზნების ნახევარსაც კი ვერ მიაღწევენ.
თევზები
ენერგია, რომლითაც დღეს სამყარომ დაგაჯილდოვათ, გონივრულად უნდა გამოიყენოთ, თანაბრად გადაანაწილოთ ყველა იმ ამოცანაზე, რომელსაც დღეს საკუთარი თავს დაუსახავთ - თუნდაც ეს მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებას ეხებოდეს.