კურო
ეცადეთ არ ჩაგითრიონ უაზრო კამათში. მეტი დრო დაუთმეთ საქმეების მოგვარებას, არგუმენტირებულად გამოთქვით საკუთარი აზრი. საღამოს გადაერთეთ სასიამოვნო საქმიანობაზე, – მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი.
ტყუპი
კარგი დღეა საყიდლებისთვის (აქსესუარები, ტკბილული, ყვავილები). შეგიძლიათ კოსმეტიკურ სალონს ეწვიოთ. უარი არ თქვათ მიწვევაზე, ეცადეთ, საქმეების კურსში იყოთ.
კირჩხიბი
არ დააგვიანოთ დაგეგმილ შეხვედრებზე. მოერიდეთ ტრავმებს, კონფლიქტებსა და კამათს. აირჩიეთ ისეთი საქმე, რომელიც სტრესისგან გაგათავისუფლებთ.
ლომი
მაქსიმალურად იაქტიურეთ. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში, სპორტულ შეჯიბრებებში. ეწვიეთ ელიტურ წვეულებებს, კარგია მგზავრობა. სახლისთვის შეიძინეთ ავეჯი, სანათები, ფარდები, ხელოვნების ნიმუშები. გოგონებს შეუძლიათ სამკაულები შეიძინონ.
ქალწული
კარგი დღეა შემოქმედებითი, კოლექტიური საქმიანობისთვის. აზრთა სხვადასხვაობის გამო ნუ იკამათებთ გარშემო მყოფებთან. ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანისგან.
სასწორი
შეხვედრები, მოლაპარაკებები და ინფორმაციის გაცვლა წინა პლანზე დააყენეთ. გაეცალეთ ისეთ ადამიანებს, ვინც გაფერხებთ გეგმების განხორციელებაში. დაფიქრდით, რა დაგრჩათ (დაგავიწყდათ) შესასრულებელი და იმოქმედეთ.
მორიელი
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. კარგი დღეა საყიდლებისთვის. თქვენი ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება ვერც სამსახურებრივი და ვერც საოჯახო საქმეები. საღამოს სტუმრების მიღებას განმარტოებით დასვენება ამჯობინეთ.
მშვილდოსანი
იაქტიურეთ, შეხვდით მეგობრებს, გაერთეთ. თუ სახლში აპირებთ დარჩენას, განაახლეთ ინტერიერი. მთავარია, ყველა საქმიანობისგან მიიღოთ სიამოვნება. დაარეგულირეთ სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობები.
თხის რქა
კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად; ახალი ნაცნობების გასაჩენად; ცოდნის მისაღებად. უმჯობესია, თავს ძალა დაატანოთ და თქვენთვის უსიამოვნო, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროთ.
მერწყული
გაგიუმჯობესდებათ განწყობა, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მარტივად მოაგვარებთ დღეს დაგეგმილ საქმეებს. პირად გრძნობებში "გამორთეთ" თვითკონტროლი და გულის კარნახით იმოქმედეთ.
თევზები
დღეს კარგად უნდა გამოიყურებოდეთ, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. თქვენი საქმეების წარმატების 50% თქვენს გარეგნობაზეა დამოკიდებული. არ დაუშვათ კონფლიქტები, საქმეების გარჩევა, დღეს ყველას თქვენი დახმარება, რჩევა დასჭირდება.