კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:10-ზე, მთვარე სასწორში იქნება 05:23-დან
ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
ვერძი: დღეს საქმეებით ნუ დაიტვირთებით, გამონახეთ დრო და შეხვდით დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. ნუ გაჯიუტდებით, მოისმინეთ ოპონენტის მოსაზრებაც.
კურო: შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ; ჰობისთვის შეიძლება ორიგინალურ მეთოდებს მიმართოთ.
ტყუპი: აგისრულდებათ სურვილი. შეიძლება გადაწყვიტოთ ზოგიერთ მეგობართან ურთიერთობა; ან გამოხვიდეთ ინტერნეტჯგუფიდან.
კირჩხიბი: საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ, გაიჩენთ ახალ პარტნიორებს. საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ მზრუნველობით, რომანტიკული სიურპრიზებით.
ლომი: სიახლეები გელოდებათ უცხოეთში მცხოვრები ახლობლებისგან. თუ საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობდით, მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.
ქალწული: შეგეცვლებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებისადმი, ზოგიერთი მოვლენისადმი. საღამოს რთული საქმეებით ნუ დაიტვირთებით.
სასწორი: ნუ გაუკეთებთ სიკეთეს ადამიანს, თუ არ იმსახურებს. მარტოხელებს გელოდებათ სასიამოვნო ნაცნობობა.
მორიელი: დაასრულეთ იმ ვალდებულებებს, რაც საკუთარ თავზე გქონდათ აღებული. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
მშვილდოსანი: ცვლილებები გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში: გადაწყვეტთ კავშირის გაუმჯობესებას, ახალ ეტაპზე გადასვლას, ან ურთიერთობის გაწყვეტას.
თხის რქა: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. საჭირო ინფორმაციებს მიიღებთ მათგან.
მერწყული: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება დედმამიშვილებთან. ზოგიერთმა შეიძლება გაწყვიტოთ ურთიერთობა ზოგიერთ მეგობართან.
თევზები: გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთს, რაზეც ადრე გქონდათ ნაფიქრი.