კურო
ქაოსური დღე გაქვთ. არ იცით რა გინდათ. ყველაფერს ზერელედ აკეთებთ, რაც უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ფინანსებსა და კარიერაზე.
ტყუპი
ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს. უმჯობესია, ეს დღე ძველი საქმეების დასრულებას, წარსულში დაშვებული შეცდომების (კარიერაში, სიყვარულში) გამოსწორებას დაუთმოთ.
კირჩხიბი
არავის არაფერს დაჰპირდეთ. უმჯობესია, ამ დღეს არავის გადაუშალოთ გული; საიდუმლოებები დღიურს გაუზიარეთ. საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვა დღისთვის გადადეთ.
ლომი
თუ გარშემო კარგად მიმოიხედავთ, მიხვდებით, რომ ხანდახან თავადაც არ ხართ ხოლმე მართალი. უმჯობესია აღიაროთ საკუთარი შეცდომები (საკუთარ თავთან მაინც) და დაარეგულიროთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.
ქალწული
კარგი დღეა მიზნის დასახვისა და რთული საქმეების შესრულებისთვის. იმისათვის, რომ წარუმატებლობის არსს ჩასწვდეთ, წარსულის გაანალიზება მოგიწევთ.
სასწორი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უცხოელ მეგობრებთან, კოლეგებთან. შეიძლება საზღვარგარეთ ემიგრაციაზე, მოგზაურობაზეც დაფიქრდეთ.
მორიელი
მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს. თუმცა, ამასთანავე, გარშემო მყოფები არ დააზარალოთ. მათ მიმართ მეტი ლმობიერობა გმართებთ.
მშვილდოსანი
გადახედეთ იმ მიზეზებს, რაც წარმატების მიღწევაში გიშლიდათ ხელს. შეიძლება პარტნიორთან გემოვნებაში ვერ თანხმდებით, მაგრამ ეცადეთ, საერთო გადაწყვეტილებამდე მიხვიდეთ, რაც არც ერთ მხარეს არ დააზარალებს.
თხის რქა
რუტინული საქმეების პარალელურად, დააკვირდით გარშემო მყოფებს, სიტუაციას. დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალეთ საქმიანობა, გასართობი.
მერწყული
თავისუფალ გრაფიკში იმუშავეთ. ნუ დაუწესებთ საკუთარ თავს ჩარჩოებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილების ჩაცმულობას, ახალგაზრდულ სტილს. კარგი დღეა წარსულის გადასახედად და შეცდომების გამოსასწორებლად.
თევზები
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ცვალებადია და უსიამოვნებებს დიდ დროსა და ენერგიას ნუ დაუთმობთ. კარგი დღეა გარემოს, საქმიანობის შესაცვლელად. პრობლემის მოსაგვარებლად ალტერნატიული გზების მოსაძებნად.