23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

შეიძლება თქვენი და თქვენი პარტნიორების ინტერესები არ დაემთხვეს. ნუ გაართულებთ სიტუაციას, დიპლომატიურად იმოქმედეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათთან ურთიერთობა დიდი ხნით დაგეძაბებათ.

ტყუპი

გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და შვილებთან. მოაწესრიგეთ საქმიანი დოკუმენტები. მუშაობისას მეტი ყურადღება დაუთმეთ დეტალებს.

კირჩხიბი

საკმაოდ დატვირთული დღე გელით, - დღეს თქვენს ყურადღებას მოითხოვს სამსახურის საქმეები, ოჯახი, ბავშვები. უნდა მოაგვაროთ რთული საკითხები, ურთიერთობა დაარეგულიროთ საყვარელ ადამიანთან.

ლომი

კარგი დღეა უძრავი ქონების საკითხის მოსაგვარებლად. მატერიალურ დახმარებას მშობლები და ნათესავები გაგიწევენ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად.

ქალწული

კარგი დღეა სწავლისთვის, ინფორმაციის გაცვლისთვის. დღეს შეიძლება შუამავლის როლი შეასრულოთ და სხვადასხვა საქმე მოაგვაროთ, ადამიანები ერთმანეთს დააკავშიროთ.

სასწორი

მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, ფულის დაბანდებას. უმჯობესია, შეამციროთ ხარჯი. აგრეთვე, ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას, დოკუმენტების შევსებისას.

მორიელი

კარგი დღეა მივლინებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. მეტი დრო დაუთმეთ ინფორმაციების გადამოწმებას. საოჯახო საკითხები საყვარელ ადამიანთან ერთად განიხილეთ.

მშვილდოსანი

გადახედეთ შესრულებულ სამუშაოს. საქმესა და ურთიერთობებში გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. მოერიდეთ ჭორებსა და ინტრიგებს.

თხის რქა

შეეგუეთ იმ აზრს, რომ დღეს დასვენებისთვის ვერ მოიცლით, უამრავი წვრილ-წვრილი საქმის მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, ყურადღებით იყოთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ, შეცდომა არ დაუშვათ.

მერწყული

სხვა დღისთვის გადადეთ ახალი იდეების განხორციელება. მოერიდეთ კამათს კოლეგებთან. მეტი ყურადღება დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, პარტნიორულ ურთიერთობებს.

თევზები

დღეს საზღვარგარეთიდან საინტერესო ამბავს მიიღებთ, რაზეც თქვენი მომავალი იქნება დამოკიდებული. მგზავრობისას ყურადღება გმართებთ, რათა ჯიბგირის მსხვერპლი არ გახდეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით