23 სექტემბერს დაბადებულ ადამიანს მოეთხოვება დიდი დრო დაუთმოს თვითგანვითარებას და გემოვნების დახვეწას

23 სექტემბერს დაბადებულ ადამიანს მოეთხოვება დიდი დრო დაუთმოს თვითგანვითარებას და გემოვნების დახვეწას

სექტემბერი (ლათ. September) შემოდგომის პირველი თვეა. მისი სახელწოდება მოდის ლათინური სიტყვიდან septem – შვიდი, გამომდინარე იქიდან, რომ ძველრომაული კალენდრით ასტროლოგიურად სექტემბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს – ქალწულსა და სასწორს. ამ ორ – მიწისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს შორის საერთო, დახვეწილი გემოვნება და ესთეტიკური ხედვის ნიჭია. თუმცა, ქალწულის პრაქტიკულობას ხშირად აკლია სასწორისეული შემოქმედებითი ხედვა, სასწორის მერყევ ბუნებას კი ქალწულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური ანალიზის უნარი. თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ამ ზოდიაქოს ნიშნის გავლენა მეორეზეც ვრცელდება გარკვეული პლანეტარული განლაგების მიხედვით, ვიღებთ ფრიად შესანიშნავ ასტროლოგიურ "ჰიბრიდს".

  • როგორია 23 სექტემბერს დაბადებული ადამიანი

23 სექტემბერს დაბადებული ადამიანების უმრავლესობას ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, მანამ, სანამ საკუთარ ადგილს იპოვის მზის ქვეშ. საიმისოდ, რომ პროფესიულად განვითარდნენ და სამომავლოდ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში, მათ მოეთხოვებათ დიდი დრო დაუთმონ თვითგანვითარებას და გემოვნების დახვეწას. სწორედ ამ გზით შეუძლიათ მათ გარშემო მყოფებში პატივისცემის გამოწვევა.