პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:31-ზე, მთვარე 11:54-დან ქალწულში იქნება
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის, უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად, ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
ვერძი: მშვიდად შეხვდით სიახლეებს, შეიძლება ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც თქვენ გსურდათ. ფულს მიიღებთ სხვა წყაროდან, რომელსაც არც ელოდით.
კურო: აქტიურად ჩაერთეთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში. თუ უქმეებზე მგზავრობას აპირებთ, დღეს მოაწესრიგეთ დეტალები. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს.
ტყუპი: დღეს ისე დაგეგმეთ, რომ საღამოს რომანტიკული პაემნისთვისაც მოიცალოთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და ერუდიცია. ნუ ეტყვით უარს კოლეგებს დახმარებაზე. გაუზიარეთ თქვენი ცოდნა.
კირჩხიბი: დღევანდელი დღე მხიარულად და საინტერესოდ უნდა გაატართ. არ დაიტვირთოთ რთული ვალდებულებებით. ნუ გაჩერდებით სამსახურში გვიაანობამდე. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.
ლომი: ყურადღებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. ნუ გაეკიდებით ადამიანს, ვინც თქვენი ცხოვრებიდან მიდის ან სიტუაციას, ან საქმეს. უმჯობესია, ყველაფერს მშვიდობიანად დაემშვიდობთ და ახალს გაუთავისუფლოთ ადგილი.
ქალწული: მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი თავის განებივრებას, მეგობრებთან ერთად მხიარულებას. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს.
სასწორი: გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანში გადმოვიდა, ეს არის საუკეთესო დღე სურვილების ჩასაფიქრებლად, სამომავლო მიზნებისა და გეგმის ჩამოასაწერად. მოიმატებს ენერგიულობა, აზარტულობა, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ჯერ ნუ გადადგამთ. დაელოდეთ ახალმთვარეობას და/ან თქვენს დაბადების დღეს.
მორიელი: კარიერული საკითხების მოგვარება ცოტა მეტ ნერვიულობასა და დაძაბულობას მოგიტანთ. იყავით დაკვირვებული დეტალებისა და თანამოაზრეების მიმართაც. ეს ცუდი არაა, თქვენ თუ სირთულე არ შეგხვდათ, ინტერესი გეკარგებათ.
მშვილდოსანი: სამსახურში ყოფნის დროსაც კი უნდა იზრუნოთ ნათესავებსა და საოჯახო ვალდებულებებზე. დილა დაუთმეთ ძელი ნივთების გადახარისხებას და მოცილებას. მოერიდეთ კონფლიქტებს, ურთიერთობების გარკვევას.
თხის რქა: არავის გადაუშალოთ გული, მოერიდეთ საკუთარი საქმეების შესახებ საუბარს. ღიმილით გაეცალეთ ყველა უსიამოვნო ადამიანს, სტრესულ სიტუაციებს. მეტი დრო დაუთმეთ დოკუმენტების მოწესრიგებას.
მერწყული: დაალაგეთ ნივთები, საქმეები, აზრები. იყავით დაკვირვებული ახალი ვალდებულებებისადმი. მეტად დაზოგეთ ენერგია. ახალგაცნობილებთან ფრთხილად, მეგობრებად ნუ გადააქცევთ.
თევზები: ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებით, თუ საქმე ფულს ან მოგზაურობას ეხება. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო.