23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

საქმიანობის გაფართოების, ახლის შესწავლის სურვილი გაგიჩნდებათ. მოერიდეთ სარისკო საქმიანობაში ჩაბმას. სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდეთ, რჩევა ერთგულ მეგობრებს ჰკითხეთ.

ტყუპი

კარგი დღეა მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად. ფინანსური საბუთების გასაფორმებლად. შეიძლება ახალი, მაღალანაზღაურებადი სამსახური შემოგთავაზონ.

კირჩხიბი

გარშემო მყოფების კეთილგანწყობას მოიპოვებთ. მათი დახმარებით კი საკუთარი საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ.

ლომი

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და დაგეგმილი საქმეების შესრულება არ გაგიჭირდებათ. გირჩევთ მეტი ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, - ჯანსაღი საკვების მიღებას, ვარჯიშსა და ძილის რეჟიმს.

ქალწული

დღეს მუშაობასა და გართობას ერთმანეთს შეუთავსებთ. საღამო კი საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა გაატროთ.

სასწორი

სამსახურის საქმეებზე წინ საოჯახო პრობლემების მოგვარება უნდა დააყენოთ. კარგი დღეა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. ელექტროტექნიკის შესაძენად.

მორიელი

ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც უფრო ხალისიანსა და მონდომებულს გაგხდით. საკუთარი იდეებისა და მოსაზრების გარშემო მყოფებისთვის გაზიარება და მათი განხორციელება მოგინდებათ.

მშვილდოსანი

მოერიდეთ ფინანსური საკითხების განხილვა-მოგვარებას. მეტი დრო დაუთმერთ სწავლასა და პირადი ცხოვრების მოწყობას.

თხის რქა

საკუთარ საქმეებს მხოლოდ სხვათა დახმარებით მოაგვარებთ. ამიტომ, დახმარების თხოვნა და რჩევის კითხვა გარშემო მყოფებისთვის ნუ მოგერიდებათ.

მერწყული

მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება და გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. მოისმინეთ ყველას აზრი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც გულის კარნახით მიიღეთ.

თევზები

დღეს დარწმუნდებით, რომ განსაკუთრებულ როლს თამაშობთ ოჯახის წევრებისა და ნათესავების ცხოვრებაში. ეცადეთ, მათ მიმართ მეტად მზრუნველი და ყურადღებიანი იყოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით