ხუთშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 9:52-ზე, მთვარე ვერძში
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას. კარგია დიეტა. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული პროდუქტი.
ვერძი
თუ დღეს რაიმე მნიშვნელოვანი სამუშაო არ გაქვთ დაგეგმილი, შეგიძლიათ დრო დაუთმეთ დასვენებას. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა არ გაამართლოს თქვენი მოლოდინი, მაგრამ ეს არ არის მასთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი.
კურო
დაგროვილ სტრესს მოგიხსნით ვარჯიში ან ნანატრი შეხვედრა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან. მოერიდეთ ფინანსურ თემებზე საუბარს. იმისთვის, რომ დღე სასიამოვნო იყოს, გამოიძინეთ ან გემრიელობა მიირთვით.
ტყუპი
დღე საუკეთესოდ უნდა გაატაროთ, მხოლოდ აუცილებელი საქმეები შესარულეთ. საღამოს შეგიძლიათ მოიწვიოთ სტუმრები და მოაწყოთ მეგობრული შეკრება.
კირჩხიბი
თუ გსურთ მხარდაჭერისა სიტყვების მოსმენა, მოიწვიეთ ახლო მეგობრები სტუმრად ან მათთან ერთად მყუდრო ადგილს ესტუმრეთ. ნუ გარისკავთ ურთიერთობაში, შეიძლება ბევრი დაკარგოთ ის, რაზეც დიდი ხანია მუშაობთ. ეცადეთ გვერდით პოზიტიური ადამიანები გყავდეთ, რათა კარგი განწყობა შეინარჩუნოთ.
ლომი
გამოიძნეთ, რათა აღადგინოთ ენერგია და ძალა. ხმაურიანი და ხალხმრავალი წვეულებები დღეს თქვენთვის არ არის. არ ასესხოთ და არ გასესხოთ ფული, ეს გამოიწვევს უსიამოვნებას.
ქალწული
მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს და მშვიდად მოაგვარეთ ნებისმიერი დავა. თქვენი ინტუიცია დღეს მაღალ დონეზე იქნება, ამიტომ უფრო ხშირად მოუსმინეთ მას. დაუთმეთ დრო დასვენებას და სახლში ჰარმონიული გარემოს შექმნას.
სასწორი
დაუთმეთ დრო საკუთარ თავს. საყიდლები, სილამაზის სალონში ვიზიტი ან ტორტის ნაჭერი კარგი იდეა იქნება. მნიშვნელოვანია სტრესის მოხსნა და ემოციური წონასწორობის აღდგენა. ახლო ადამიანებს სჭირდებათ თქვენი ზრუნვა და ყურადღება: უთხარით მათ კეთილი სიტყვები, გაუკეთეთ საჩუქარი.
მორიელი
დღის გეგმები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ ნუ დანიშნავთ საქმიან შეხვედრებს ან მნიშვნელოვან საქმეებს. შესაძლებელია საყვარელ ადამიანთან ჩხუბი, შეეცადეთ იყოთ უფრო რბილი და მოსიყვარულე. თუ საკუთარ შესაძლებლობებში არ ხართ დარწმუნებული, ნუ იმოქმედებთ, ჯერ კარგად დაფიქრდით.
მშვილდოსანი
კარგი დღეა მნიშვნელოვანი ან რთული საქმის გასაკეთებლად. დღეს ყველაფერში გაგიმართლებთ. ოღონდ მთელი დღე არ გაატაროთ სამსახურში, დაიტოვეთ დრო დასვენებისა და სასიამოვნო აქტივობებისთვის. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა
პრობლემების ან რთული საკითხების გადაჭრა დილით ჯობია, როცა თქვენი კომუნიკაბელურობა და პრობლემებისადმი კონსტრუქციული მიდგომა მაღალ დონეზეა. ვარსკვლავები გირჩევენ დღის მეორე ნახევარი მშვიდად გაატაროთ, დაუთემთ დრო საყვარელ გასართობს ან უბრალოდ დაისვენეთ.
მერწყული
ნებისმიერ რთულ ან საკამათო სიტუაციაში მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და თავად მიიღეთ გადაწყვეტილებები, სხვების რჩევების მოსმენის გარეშე. სასარგებლოა იყოთ აქტიური, ეძებოთ შესაძლებლობები, რათა გაიუმჯობესოთ ცხოვრება. გაატარეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად.
თევზები
დღეს ნებისმიერის მოხიბვლა შეგიძლიათ. ოპტიმიზმი თქვენკენ ბევრ ახალ ადამიანს მოიზიდავს. მათ შორის აუცილებლად იქნება ის, ვინც დაგაინტერესებთ. განიხილეთ ინოვაციური იდეები ან წინადადებები, შესაძლოა ვინმეს მოუნდეს გახდეს თქვენი სპონსორი ან ბიზნესპარტნიორი.