24-30 ნოემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: მორიელი დრამას ამძაფრებს: ის, რაც დაფარული იყო, იწყებს გამოაშკარავებას

24-30 ნოემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: მორიელი დრამას ამძაფრებს: ის, რაც დაფარული იყო, იწყებს გამოაშკარავებას

ეს კვირა დაძაბული და საბედისწერო იქნება, სადაც პირადი და კოლექტიური პროცესები გადაჯაჭვულია ძალაუფლების, დიდი ფულისა და გამოვლენების თემებთან. თუმცა, სწორედ ამ გამოვლენების მეშვეობით მოდის განწმენდა და შესაძლებლობა, გადავიდეთ უფრო გულწრფელ და ბედნიერ მომავალზე.

24 ნოემბერს ვენერა რეტროგრადულ მერკურის შეუერთდება მორიელში. კვირის დასაწყისში იქნება საიდუმლო მოლაპარაკებები, ფარული შეთანხმებები და ძველი თემების ხელახლა გახსნა. პირად ცხოვრებაში ეს შეიძლება გამოვლინდეს დიდი ხნის გადადებული გრძნობების შესახებ საუბრებით, ხოლო საჯარო კონტექსტში, დოკუმენტების გამოჩენით, ინფორმაციის გაჟონვით და ფინანსურ და სამთავრობო სფეროებში გამოააშკარავებით (ინფორმაციის, პიროვნების, საქმის). მორიელის ზოდიაქო დრამას ამძაფრებს: ის, რაც დაფარული იყო, იწყებს გამოაშკარავებას.

28 ნოემბერს ვენერას მორიელში მყოფი ლილიტი შეუერთდება. კვირის ბოლოსკენ დაძაბულობა გაძლიერდება. ლილიტი (შიში, ცდუნება) ურთიერთობებში ნდობის კრიზისს წარმოადგენს, ხოლო საზოგადოებაში - დიდ ფულთან, კორუფციასთან და საიდუმლო სქემებთან დაკავშირებული სკანდალებს. ვენერა აქ ღირებულებებსა და რესურსებს განასახიერებს, ხოლო ლილიტთან მისი შეერთება შეიძლება გამოვლინდეს ფარული ფინანსური ნაკადების, საეჭვო ალიანსების ან „ბინძური“ შეთანხმებების გამოაშკარავებით.

30 ნოემბერს ვენერა კუროში მყოფ რეტროგრადულ ურანს დაუპირისპირდება - დაძაბულობის კულმინაციაა. ვენერასა და ურანის ოპოზიციას მოულოდნელი შემობრუნებები, ფინანსური კრიზისები და ყველა დონეზე ურთიერთობებში მკვეთრი ცვლილებები მოაქვს. პირად ცხოვრებაში ეს თავისუფლებისკენ სწრაფვას და ძველი კავშირების გაწყვეტას წარმოადგენს, ხოლო კოლექტიურ კონტექსტში ფულთან და ძალაუფლებასთან დაკავშირებულ გახმაურებულ სკანდალებს და მოულოდნელ გამოაშკარავებებს, რამაც შეიძლება საზოგადოება გვარიანად შეარყიოს.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!