კურო
ზედმეტად გაღიზიანებული ხართ. თქვენი რისხვა ხშირად დაატყდებათ ახლობლებს. უმჯობესია, დღეს და ხვალ დაისვენოთ. დღეს არ გამოიყენოთ ახალი კოსმეტიკა.
ტყუპი
სასიამოვნო ცვლილებები გელით. მოულოდნელი შეხვედრა შეიძლება სასიყვარულო ან საქმიან ურთიერთობაში გადაიზარდოს. არ ანდოთ თქვენი ფული სხვას, აგრეთვე, მოერიდეთ სარისკო ფინანსურ ქმედებებს.
კირჩხიბი
რაც არ უნდა მოხდეს, ეს დღე მშვიდად გაატარეთ, არ აჰყვეთ ემოციებს. აკონტროლეთ მავნე თვისებები. არ გადატვირთოთ კუჭი. არ იმუშაოთ გვიანობამდე.
ლომი
არ გაამჟღავნოთ ისეთი ფაქტები, რომლებსაც მომავალში თქვენ წინააღმდეგ გამოყენებენ.
ქალწული
ეცადეთ არ გაამწვავოთ კონფლიქტი მეგობრებთან ან ნათესავებთან. უმჯობესია, ეს დღე განმარტოებით, სასიამოვნო საქმიანობაში გაატაროთ.
სასწორი
გაუფრთხილდით გრძნობებს, განსაკუთრებით სიყვარულს. გაფრთხილდით, რათა ურთიერთობა ჩხუბში არ გადაიზარდოს. აცადეთ პარტნიორს აზრზე მოსვლა.
მორიელი
სანამ საქმეს წამოიწყებდეთ, დაფიქრდით, გიღირთ, ტყუილად ხომ არ დაკარგავთ დროსა და ენერგიას?.. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. უყურადღებოდ არ დატოვოთ მცირე უსიამოვნო სიმპტომიც კი.
მშვილდოსანი
მაქსიმალური სიფრთხილე მმართებთ სპორტსმენებსა და ტექნიკურ პერსონალს. გარშემო მყოფები მოულოდნელი საჩუქრით გაახარეთ.
თხის რქა
კარგი დღეა მშვიდი, საოჯახო შეკრებისთვის. ქორწინება და ნიშნობა კი უნდა გადადოთ. გული ყველას არ გადაუშალოთ.
მერწყული
წამლებთან, ელექტროსაგნებთან და ტექნიკასთან სიფრთხილე გმართებთ. საჭესთან არ გადააჭარბოთ სიჩქარეს.
თევზები
ლაპარაკში შეიძლება ისეთი ფაქტები წამოგცდეთ, რაც უსიამოვნებას შეგამთხვევთ. ასევე მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, საყიდლებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს.