კურო
შრომისმოყვარე და კარგი შემსრულებელი ხართ, მაგრამ ეცადეთ, არავინ გაგაკეთებინოთ დამატებითი სამუშაო უსასყიდლოდ. საღამო ან მეგობრებთან ერთად გაატარეთ, ან საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.
ტყუპი
პოზიტიური დღე გელით. მაგრამ გახსოვდეთ, რომ "ოქროს თევზი" ზარმაც ადამიანებთან არ მოცურდება. მიზანმიმართულად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. საღამოს რომანტიკისთვის გამონახეთ დრო.
კირჩხიბი
თუ კოლეგები უარს ამბობენ ვალდებულებების შესრულებაზე ცოტა მეტი სიჯიუტე და სიმკაცრე უნდა გამოიჩინოთ. იყავით ლიდერი და უხელმძღვანელეთ პროექტებს. საღამოს დაისვენეთ, ნუ დაიტვირთავთ თავს საოჯახო საქმეებით.
ლომი
მეტად გამოავლინეთ დიპლომატიური ნიჭი და დაუთმეთ გარშემო მყოფებს. დღის პირველი ნახევარი სამსახურის საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
ქალწული
მართალია, არ გიყვართ ჩხუბი, მაგრამ ურჩ კოლეგებს ზოგჯერ სიმკაცრეც უნდა აჩვენოთ. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი რომანტიკული პაემნით.
სასწორი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან. სამსახურის საქმეები სტაბილურად გაქვთ. თუ ამინდი ხელს შეგიწყობთ, საღამოს სკვერში გაისეირნეთ. ან საყვარელი ადამიანი რომანტიკული ვახშამზე დაპატიჟეთ რესტორანში.
მორიელი
ნუ გაგიკვირდებათ, თუ დღეს ახლობლებს თქვენთან საუბარი, თქვენთვის გულის გადაშლა მოუნდებათ. ოჯახის წევრები თქვენს მზრუნველობასა და ყურადღებას საჭიროებენ. მეგობრები საჭირო ინფორმაციას მოგაწვდიან.
მშვილდოსანი
ისწავლეთ ემოციების კონტროლი. წარმატება სერიოზულ და მიზანმიმართულ ადამიანებს სწყალობს. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. კარგია შოპინგის მოწყობაც.
თხის რქა
მოთმინებით აღიჭურვეთ, საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით და არაა გამორცხული კოლეგების საქმეებიც თქვენი დასასრულებელი გახდეს. საღამოს რომანტიკული ან მეგობრული შეხვედრა დაგეგმეთ.
მერწყული
მართალია, კარგი, ფანატიკურად ერთგული რომ ხართ სამსახურის, მაგრამ ცოტა დრო საკუთარი სიამოვნებისთვისაც უნდა გამონახოთ. საოჯახო საქმეების მოგვარებაში ნათესავები დაგეხმარებიან. გამონახეთ დრო შიპინგისთვის.
თევზები
ცხოვრება აღსავსეა სასიამოვნო მომენტებით. ეცადეთ, კოლეგებსა და მეგობრებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. საღამო მშვიდ, შინაურულ გარემოში გაატარეთ.