შაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 11:43-ზე, მთვარე თხის რქაშია
კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით.
ვერძი
გავლენიანი ახლობლის დახმარება და თანადგომა ბევრ სირთულეს გადაგალახვინებთ და საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
კურო
დაინტერესებთ ეზოტერიკული და დეტექტიური ლიტერატურის წაკითხვა. დიდი ალბათობით, მოგხიბლავთ ყველაფერი იდუმალი. მოერიდეთ სხვის პირად საქმეებში ჩარევას.
ტყუპი
წარმატება გელოდებათ შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს. მარტოხელებს - სასიამოვნო ნაცნობა და ფლირტი. გაგიუმჯობესდებათ. ფინანსური მდგომარეობა.
კირჩხიბი
ახლობლებთან ურთიერთობის დღეა. ერთად შეადგინეთ საახალწლო დღესასწაულის პროგრამა, საყიდლების სია. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
ლომი
ფინანსების გამო შესაძლოა შეზღუდულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. არ გირჩევთ ამის გამო დეპრესიაში ჩავარდნას. უმჯობესია, ისწავლოთ ეკონომიურობა.
ქალწული
დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა, მაგრამ მალე ღრუბლები გაიფანტება და ყველა საკითხი, რომელიც გაწუხებთ, ახლობლებთან ურთიერთობა გასაგები და ჰარმონიული გახდება.
სასწორი
ოჯახის წევრებთან ერთად დაიწყეთ სახლის მოლამაზება, ინტერიერის განახლება. ერთად შეადგინეთ სადღესასწაულო საყიდლების სია.
მორიელი
დაიწყეთ საახალწლო დღესასწაულისთვის მზადება. მეტი დრო გაატარეთ შვილების გვერდით, ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.
მშვილდოსანი
მოგინდებათ იმიჯის შეცვლა. მეტ დროს გაატარებთ სილამაზის სალონსა და სავაჭრო ცენტრში. ეცადეთ ამის გამო არ გაიფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან.
თხის რქა
მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს. გამოხატეთ სიყვარული და პატივისცემა მათ მიმართ, რომლებიც მუდმივად თქვენ გვერდით არიან. საღამოს მეგობრებსა და ახლობლებს შინ უმასპინძლეთ.
მერწყული
არახელსაყრელია დღეა გარიგებისა თუ მოლაპარაკებისთვის. არ ენდოთ მაცდუნებელ შემოთავაზებებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას.
თევზები
ოჯახთან ერთად გაისეირნეთ ქალაქგარეთ, დაესწარით კულტურულ ღონისძიებას. გაუფრთხილდით მხედველობას. საღამო მშვიდ ატმოსფეროში დასვენებას დაუთმეთ.