24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დაისახეთ კონკრეტული მიზნები და იმოქმედეთ მათ შესასრულებლად. მეტი ყურადღება მიაქციეთ გარეგნობას. საღამოს სახლში მეგობრები მიიპატიჟეთ, კარგია გულახდილი საუბრები.

ტყუპი

შემოქმედებით საქმეების განხორციელებას ახალი იდეებითა და ენერგიით შეუდგებით. დღე სასიამოვნო ადამიანებთან ერთად გაატარეთ. საყვარელი ადამიანი და ახლობლები საჩუქრებით გაანებივრეთ.

კირჩხიბი

მოაწესრიგეთ საქმეები. მოერიდეთ ემოციურ ადამიანებთან შეხვედრას. კარგი დღეა სარემონტო სამუშაოების დასაწყებად; იმიჯის შესაცვლელად. მოერიდეთ ფულის დაბანდებას და მსხვილ საყიდლებს.

ლომი

სასიამოვნო საქმეებით შემოიფარგლეთ და დღე მაქსიმალურად მშვიდ, გარემოში გაატარეთ. მუშაობისას ნუ აჩქარდებით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან.

ქალწული

მოერიდეთ სერიოზულ საქმეებს. დღე მშვიდ, სასიამოვნო გარემოში გაატარეთ. ცვლილებები შეყვარებულთან ერთად განიხილეთ. გამონახეთ დრო სუფთა ჰაერზე სასეირნოდ და გამოიძინეთ.

სასწორი

მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაგეგმავთ, მოსალოდნელია გეგმების ცვლილება. მაგრამ დაასრულეთ დაწყებული პროექტები. გაანებივრეთ საკუთარი თავი ახალი შენაძენით.

მორიელი

დაასრულეთ ძველი საქმეები, ნუ მოიტოვებთ "კუდებს". გაისტუმრეთ ვალები. კარგი დღეა ახალი პროექტების, იდეების განსახილველად, ახალი ინფორმაციის მისაღებად და გასაანალიზებლად. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

მშვილდოსანი

მეტი დრო დაუთმეთ გართობას, ჰობის, სასიამოვნო საქმიანობას. ნუ დაიტვირთავთ თავს სერიოზული პროექტებით. ახლობლები სიურპრიზებითა და საჩუქრებით გაანებივრეთ.

თხის რქა

შეამცირეთ ტემპი და დაკვირვებულად იმოქმედეთ. მშვიდად მოისმინეთ და გაითვალისწინეთ უფროსების რჩევა. საღამო პირადი ურთიერთობების მოსაგვარებლად გამოიყენეთ.

მერწყული

კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მოერიდეთ ემოციურ ადამიანებს, კონფლიქტებს. მეტი ურთიერთობა იქონიეთ თანამოაზრეებთან; იმ ადამიანებთან, რომლებიც ახალი მწვერვალების დასაპყრობად სტიმულს მოგცემენ.

თევზები

განაახლეთ ძველი ურთიერთობები; განსაკუთრებით მათთან, ვინც წინსვლაში შეგიწყობთ ხელს. საღამო მშვიდ სიტუაციაში გაატარეთ, კარგი მასაჟი; ნუ გადატვირთავთ კუჭს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით