24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 12:39-ზე, მთვარე სასწორშია

ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად; მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. არ გირჩევთ პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობას. იკვებეთ ზომიერად, ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.

ვერძი

დაგეგმვამ შეიძლება ბევრად გაგიადვილოთ საქმეების შესრულება. შეადგინეთ მომავალი დავალებების განრიგი და... საყიდლების სიაც, მონიშნეთ მომავალი შეხვედრები დღიურში. ხოლო თუ უახლოეს დღეებში დაბადების დღეზე, იუბილეზე გეპატიჟებიან, იზრუნეთ საჩუქარზე დღეს - ორშაბათი ხელსაყრელია შოპინგისთვის.

კურო

დღეს შეიძლება კონფლიქტის მოწმე გახდეთ და სამართლიანობის გაძლიერებული გრძნობა არ მოგცემთ საშუალებას გულგრილად გაიაროთ. მაგრამ სხვის კამათში ჩარევისას დაიმახსოვრეთ, რომ სჯობს მხარეების შერიგება სცადოთ და არა რომელიმეს მხარდაჭერა.

ტყუპი

მზად იყავით საბრძოლველად - დღეს ვინმე შეეცდება შელახოს თქვენი ინტერესები, ზედმეტი ვალდებულება დაგაკისროთ, გაიძულებთ გააკეთოთ ის, რაც არ გსურთ. დაიცავით თქვენი პოზიცია, თორემ ძალიან შეუსაბამო მდგომარეობაში აღმოჩნდებით.

კირჩხიბი

დღეს ზედმეტად კატეგორიული გახდებით, მიდრეკილნი ნაჩქარევი განსჯებისა და მკაცრი შეფასებებისკენ. იმისათვის, რომ არ იჩხუბოთ სხვებთან, შეეცადეთ აკონტროლოთ ემოციები. გახსოვდეთ, რომ შავისა და თეთრის გარდა, კიდევ ბევრი ფერი არსებობს.

ლომი

დღეს მზად იქნებით, რომ შეიყვაროთ მთელი სამყარო. ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ გაფრთხილდით, რომ ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს თქვენი კეთილგანწყობით. ამიტომ, იყავით ფრთხილად და ასჯერ დაფიქრდით, სანამ ვინმეს თხოვნაზე დაეთანხმებით.

ქალწული

დღეს ჯობია არ ჩაერიოთ სხვა ადამიანების საქმეებში და თავი შორს დაიჭიროთ დებატებისგან - ახლა ზედმეტად კატეგორიული და მკაცრი ხართ და გაცხარებულმა შეიძლება ძალიან ბევრი თქვათ. კონცენტრირდით მხოლოდ საკუთარ ამოცანებზე; სხვებთან კომუნიკაციისას გამოიჩინეთ თავშეკავება.

სასწორი

არ უგულებელყოთ შემოთავაზებული დახმარება, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ საქმის მოგვარებას თავადაც მარტივად შეძლებთ. დღეს შესაძლოა თქვენს გზაზე გაუთვალისწინებელი სირთულეები წარმოიშვას, რომელთა გადალახვაც მარტოს ძალიან გაიჭირდებათ.

მორიელი

დღეს შეიძლება რომელიმე ახლობლის ან კოლეგის კრიტიკის სამიზნე გახდეთ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ განაწყენდეთ, დაფიქრდით ნათქვამზე - შესაძლებელია, რომ თქვენთვის ნათქვამი უსიამოვნო სიტყვები საკმაოდ სამართლიანი იყოს.

მშვილდოსანი

იდეალური დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. დაფიქრდით სამუშაოს ან დამატებითი შემოსავლის წყაროს პოვნაზე, უფროსთან საუბარი ხელფასის გაზრდაზე ან ჰობის მონეტიზაციაზე სასარგებლო იქნება.

თხის რქა

დღეს შეუწყნარებელი ხართ ადამიანების აზრების მიმართ და მიდრეკილი - ჯიუტად მოახვიოს სხვას საკუთარი აზრი. გასაკვირი არ არის, რომ ეს გამოიწვევს უთანხმოებას სხვებთან, რაც, რა თქმა უნდა, ჩხუბით დამთავრდება, თუ დროულად არ გაჩერდებით.

მერწყული

დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაგაღიზიანებთ და სიტუაციას ისიც დაამძიმებს, რომ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც დაგეგმილი გქონდათ. გირჩევთ, მიიღოთ გარემოებები ისე, როგორც არის, თუ მათ ვერ შეცვლით.

თევზები

გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღებისას მოუსმინოთ გონებას და გულს. გარშემო მყოფებს არა აქვთ სიტუაციის სრული გაგება და ბევრი მათგანი რჩევებს მხოლოდ საჩვენებლად იძლევა. იმავდროულად, თქვენ მოგიწევთ გაუმკლავდეთ არასწორი ნაბიჯის შედეგებს.