24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. ეცადეთ ეს დღე დაწყებული საქმეების მოგვარებას დაუთმოთ. მეტი ყურადღება გმართებთ ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ.

ტყუპი

კარგი დღეა მოგზაურობისა და სიარულისთვის. სხვადასხვა საინტერესო ადამიანის სანახავად. საინტერესო ადგილების მოსანახულებლად. სიარულში უამრავი იდეა დაგებადებათ და ეცადეთ, ყველაფერი ჩაინიშნოთ.

კირჩხიბი

თუ თავად ცუდ განწყობაზე ხართ, გარშემო მყოფებსაც ნუ გაუფუჭებთ მას. ეცადეთ, ნაკლებად კრიტიკული იყოთ კოლეგების, ახლობლებისა და განსაკუთრებით საყვარელი ადამიანის მიმართ. უმჯობესია, ეს დრო განმარტოებით, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

ლომი

დღეს ყველა წვეულების სასურველი სტუმარი გახდებით. თუ საპირისპირო სქესის მიმართ მეტად თავაზიანი იქნებით, სასიამოვნო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

ქალწული

კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. აგრეთვე, ყველა იმ საქმისთვის, რაც თქვენს გარშემო მყოფებს სიამოვნებას მიანიჭებს. აგრეთვე, კულტურული ღონისძიებებისთვის.

სასწორი

დღეს საინტერესო წინადადებას შემოგთავაზებენ და დაფიქრდით, უარს ნუ იტყვით. არაფერს კარგავთ. თუ მატერიალურად გამართლებული არ იქნება, გამოცდილებას შეგძენთ.

მორიელი

დღეს გარშემო მყოფების მიმართ ზედმეტად ეჭვიანი და კრიტიკული ხართ, რის გამოც შეიძლება მათთან ურთიერთობა დაგეძაბოთ. ამიტომ, ნუ ანერვიულებთ მათ, უფრო ლოიალური იყავით.

მშვილდოსანი

დღეს ყველა საქმეს მარტივად მოაგვარებთ. თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. არავინ გეტყვით დახმარებაზე უარს და იმაზე მეტ შედეგს მიიღებთ, ვიდრე ვარაუდობდით.

თხის რქა

მშვიდი და წყნარი დღე გელით. საქმეებს ყოველგვარი გართულების გარეშე მოაგვარებთ. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანს, შვილებსა და ოჯახის წევრებს.

მერწყული

უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და ყველა - სასწრაფო. მაქსიმალურად დაკვირვებულად უნდა იმოქმედოთ. სამაგიეროდ, მატერიალური ანაზღაურება და შექება გარანტირებული გაქვთ.

თევზები

დღე მშვიდად ჩაივლის, სამსახურის საქმეებსაც მოაგვრებთ და საოჯახოსაც. ეცადეთ, მეტად ყურადღებიანი იყოთ საყვარელი ადამიანისა და ბავშვების მიმართ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით