24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:05-ზე, მთვარე ქალწულშია

ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში. კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.

ვერძი

შაბათს უნდა დაისვენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგროვილი დაძაბულობა მალე გადაიქცევა გაღიზიანებად და ცუდ ჯანმრთელობაში. შეავსეთ თქვენი ენერგიის მარაგი თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი და სასიამოვნო გზით - გაიკეთეთ მასაჟი, გაემგზავრეთ ბუნებაში ან გაატარეთ დღე ჰამაკში დაწოლილმა წიგნით.

კურო

გადაყარეთ ყველაფერი არასაჭირო, დაზიანებული; გადახედეთ საბუთებს, გადაიხადეთ დაგროვილი გადასახადები. საღამო დაუთმეთ ხანგრძლივ გასეირნებას, სტუმრობას მეგობრებთან ან გასართობ აქტივობებზე დასწრებას.

ტყუპი

იზრუნეთ საკუთარ თავზე – დიდი ხანია ყურადღება არ მიგიქცევიათ გარეგნობისა და ჯანმრთელობას. ეწვიეთ სილამაზის სალონს, შეიძინეთ ახალი ნივთები და თუ თავს ცუდად გრძნობთ, მიმართეთ ექიმს. დღე ასევე შესაფერისია თქვენი საყვარელი სპორტისთვის ან დიეტის დასაწყებად.

კირჩხიბი

დღე ხელსაყრელია მოგზაურობისთვის, მათ შორის წარმატებულია მივლინებები, უძრავი ქონების გარიგებები და ძვირად ღირებული შესყიდვები. მაგრამ ინტერნეტით გაცნობის თავიდან აცილება უკეთესია - დიდია ალბათობა, რომ შეხვდეთ არაადეკვატურ თანამოსაუბრეს.

ლომი

ოჯახში სასიამოვნო სიურპრიზს ელოდეთ. მათ, ვინც ურთიერთობაშია, შესაძლოა მიიღონ ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმების შემოთავაზება. ვარსკვლავები მარტოხელა ლომებს პერსპექტიულ ნაცნობობას გპირდებიან.

ქალწული

დაე ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც მიდის. ნუ ეცდებით მოვლენების აჩქარებას, მხოლოდ ამაოდ დახარჯავთ ენერგიას. უმჯობესია დაისვენოთ, უსაქმოდ გაატაროთ დრო და საღამოს წახვიდეთ გასართობად ან ახლობლების მოსანახულებლად.

სასწორი

შაბათს უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელზეც თქვენი მომავალი დიდწილად იქნება დამოკიდებული. არ იმოქმედოთ სპონტანურად, ყურადღებით აწონეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. საბოლოო განაჩენი მხოლოდ მას შემდეგ გამოიტანეთ, როცა ეჭვის ჩრდილიც კი არ დაგრჩებათ.

მორიელი

დღეს სასწაულებსაც დაიჯერებთ – მოხდება ისეთი რამ, რაც შეუძლებელი გეჩვენებოდათ. და, რა თქმა უნდა, გაგახარებთ! მიიღეთ ყველაფერი სიხარულით და დატკბით სასიამოვნო მოულოდნელობებით.

მშვილდოსანი

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ჰარმონიულია, დიალოგები - პროდუქტიული. დღეს თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ კომპრომისი იმ საკითხზე, რომელიც ადრე ვერ გადაიჭრებოდა ისე, როგორც ორივე მხარეს მოეწონებოდა. არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა, დაამყაროთ კონტაქტი ნათესავებთან, შვილებთან და პარტნიორთან.

თხის რქა

ნება მიეცით თქვენს გამორჩეულ ორგანიზაციულ უნარებს იმუშაოს ოჯახის სასარგებლოდ. მოიწვიეთ თქვენი საყვარელი ადამიანები პიკნიკზე, დაჯავშნეთ თეატრის ბილეთები ან წადით სასეირნოდ ბუნებაში. ნათესავების წრეში დასვენება სარგებელს მოგიტანთ და ისინიც კმაყოფილი იქნებიან თქვენი ყურადღებით.

მერწყული

არ დაუშვათ გაღიზიანება, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში. თუ საქმეს კონფლიქტამდე მიიყვანთ, გაიფუჭებთ განწყობას და დამოკიდებულებას ახლობლებთან მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში.

თევზები

თქვენ გჭირდებათ ცვლილება - განაახლეთ გარდერობი, გაიკეთეთ მოდური ვარცხნილობა, ჩაერთოთ საინტერესო ჰობიში, დარეგისტრირდით სპორტდარბაზში ან საცეკვაო კლუბში. ეს დაგეხმარებათ იგრძნოთ ცხოვრების გემო და ცოტა ხნით დაივიწყოთ პრობლემები და საზრუნავი. ნუ შეგეშინდებათ რაიმე ახალი სცადოთ, მაშინაც კი, თუ ყოველთვის ფიქრობდით, რომ ეს სათქვენო არ იყო.