24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მხიარული და აქტიური დღე გელით. სამსახურში თამამად წამოიწყეთ ახალი პროექტები. წარმატებას მოგიტანთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. გასართობად კარაოკეს ან ღამის კლუბს ეწვიეთ.

ტყუპი

ენერგიული და იდეებით აღსავსე ხართ. თამამად იმოქმედეთ. კარგი დღეა სპორტისთვის, სამსახურის საქმეების მოსაგვარებლად და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

კირჩხიბი

სასიამოვნო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. თამამად დაგეგმეთ სამომავლო საქმეები, ჩაერთეთ ახალ პროექტებში. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

ლომი

ენერგიით ხართ აღსავსე. კარგი დღეა ვარჯიშისთვის. დღეს ყველა საქმეს ვერ შეასრულებთ, უპირატესობა მნიშვნელოვანს მიანიჭეთ. საღამო მეგობრებთან ერთად რესტორანში გაატარეთ.

ქალწული

თუ დაუსრულებელი საქმეები დაგრჩათ, მოითავეთ. დღეს დაწყებული ახალი პროექტები წარმატებას მოგიტანთ. თქვენ სასარგებლოდ დასრულდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

სასწორი

კარგი დღეა მუშაობისთვის. დილით ივარჯიშეთ, მხნეობა მოიკრიბეთ და ვალდებულებების შესრულებას შეუდექით. საღამოს მეგობრებთან ერთად ღამის კლუბში იმხიარულეთ.

მორიელი

ენერგიული ხართ და დილიდანვე ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. პროექტები, რომლებზეც მუშაობთ, წარმატებას მოგიტანთ. საღამოს სპორტდარბაზში ივარჯიშეთ ან მეგობრებთან ერთად გუნდურ თამაშში ჩაერთეთ.

მშვილდოსანი

პარასკევი დადებითი ემოციებით იქნება აღსავსე. ახალი პროეტები, რომლებსაც დღეს წამოიწყებთ, წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა ვარჯიშისთვის. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ. კარგია გუნდური თამაშები.

თხის რქა

დაღლილობა უკვალოდ გაქრება და დღეს ენერგიულად შეუდგებით ახალ საქმეებს. დილა ვარჯიშით, სირბილით დაიწყეთ. დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები და თათბირი. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

მერწყული

კარგი დღეა, როგორც მუშაობისთვის, ასევე დასვენებისთვის. დილა სუფთა ჰაერზე ვარჯიშით, სირბილით დაიწყეთ. საღამოს შინ ნუ გაჩერდებით, მეგობრებთან ერთად კარაოკე კლუბს ეწვიეთ.

თევზები

სამუშაო კვირის ბოლო დღე სასიამოვნო მოვლენებით დაგამახსოვრებთ თავს. დაასრულეთ დაწყებული საქმეები, დაგეგმეთ ახალი პროექტები. წარმატებით დასრულდება საქმიანი მოლაპარაკებები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით