ოთხშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:11-ზე, მთვარე 18:26-ზე გადავა ლომში
მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
ვერძი
გელოდებათ მივლინება, სამუშაო საკითხების გადაწყვეტა, რაც შემდგომში დადებითად აისახება თქვენს კარიერაზე. პრაქტიკულობა დაგეხმარებათ სხვებთან ურთიერთობის შენარჩუნებასა და წარმატების მიღწევაში. საღამოსთვის კარგი იქნება გასეირნება, მეგობრებთან შეხვედრა.
კურო
დღეს იქნება ბევრი სატელეფონო ზარი, მიმოწერა და სხვა დისტანციური კომუნიკაცია. შესაძლებელია გარკვეული არეულობა და ნერვული სიტუაციებიც კი. ნუ ჩაახედებთ ნათესავებსა და მეგობრებს თქვენს პირად ურთიერთობებში. საღამოს საკუთარ თავში იპოვით ძალას, რომ დღე საუკეთესოდ დაასრულოთ.
ტყუპი
დღე გარკვეულწილად დაძაბულია. უნდა გამონახოთ დრო საოჯახო საქმეების შესრულებაზე, მაგრამ სამსახურის საქმეებს ნუ გადადებთ. მოსალოდნელია ქალებთან უთანხმოება, განსაკუთრებით ოჯახში.
კირჩხიბი
გარკვეული სირთულეები გელოდებათ საკუთარი განწყობისა და შინაგანი მდგომარეობს გამო. უნდა აკონტროლოთ ემოციები და გონივრულად აირჩიონ სიტყვები. განწყობა ამ დღეს გარკვეულწილად მეამბოხე და აგრესიული იქნება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩხუბი და პრობლემები გარშემო მყოფებთან.
ლომი
ოთხშაბათს კიდევ უფრო ენერგიული და პროდუქტიული გახდებით. გექნებათ ძალა საკუთარი იდეებისა და პროექტების პოპულარიზაციისთვის. გარშემო მყოფების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ოჯახში ურთიერთობა უფრო თბილი და მეგობრული გახდება.
ქალწული
თქვენი გულწრფელი ხასიათი და მეგობრული განწყობა უფრო გამოცდილი და მდიდარი პარტნიორების ყურადღებას მიიპყრობს. ამ დღეს შეგიძლიათ იპოვოთ სპონსორი ან მფარველი საინტერესო პროექტებისთვის, ასევე შესაფერისი ადამიანი რომანტიკული ურთიერთობისთვის. გარდა ამისა, ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ხელშეკრულებების გასაფორმებლად და გარიგების დასადებად.
სასწორი
საქმიანი კომუნიკაცია უმჯობესია გადადოთ. დღეს განსაკუთრებით გაუწონასწორებელი ხართ და ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება დაარღვიოს თქვენი სულიერი მდგომარეობა. ამის გამო იზრდება კონფლიქტების რისკი, უმჯობესია, მინიმუმამდე დაიყვანოთ გადაკვეთა გავლენიან ადამიანებთან.
მორიელი
იღბლიანი დღე გელოდებათ. შესანიშნავი დღეა ყველაზე სარისკო თავგადასავლებისთვის, თამამი პროექტების განსახორციელებლად და ფულის მომგებიანად ინვესტირებისთვის. ნებისმიერი ბიზნესი საუკეთესოდ გამოგივათ, მთავარია იაქტიუროთ.
მშვილდოსანი
გარემოებები გაიძულებთ, გადააფასოთ თქვენი შესაძლებლობები. ზედმეტი ვალდებულებები არ უნდა აიღოთ და ჯობია სამსახურთან დაკავშირებული ყველა საკითხი დააზუსტოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ კოლეგებმა თქვენი ნათქვამი სწორად გაიგეს.
თხის რქა
იყავით მომართული ახალი იდეების განხორციელებაზე. ოთხშაბათს შეიძლება იყოს უთანხმოება ოჯახთან. არ გასცეთ დაპირებები, რადგან ვალდებულებების შესრულება მოგვიანებით შეიძლება გართულდეს.
მერწყული
თქვენი აქტიურობა კლებულობს, მაგრამ ამ ტენდენციის არ უნდა შეგეშინდეთ. მაშინაც კი, თუ რაიმე პრობლემაა, კოლეგები და ნაცნობები დაგეხმარებიან ეფექტური გადაწყვეტის პოვნაში. ამავდროულად, თქვენი ავტორიტეტი და პატივისცემა მხოლოდ გაიზრდება.
თევზები
დღეს შესაძლოა თავი კარგად ვერ იგრძნოთ. თუ შესაძლებელია სახლში დარჩენა და კომუნიკაციის შემცირება, ჯობია ასე მოიქცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაღლილობისა და დაძაბულობის გამო, კონფლიქტური სიტუაციები მოსალოდნელია როგორც სამსახურში, ასევე პირად ურთიერთობებში.