24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ცუდი შედეგი – კარგი გამოცდილება. გააგრძელეთ მუშაობა და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

ტყუპი

დღეს მეგობრობის ან რომანის დაწყების საშუალება მოგეცემათ. არ გაუშვათ შანსი ხელიდან.

კირჩხიბი

შეიძლება ყველა დაგეგმილი საქმე ვერ მოაგვაროთ, მაგრამ არ იდარდოთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

ლომი

თუ ხვდებით, რომ თქვენი კავშირი ისეთი საინტერესო აღარაა, როგორც ადრე იყო და ერთმანეთის მიმართაც ინტერესი დაკარგეთ, გაწყვიტეთ კავშირი.

ქალწული

პრობლემების მოსაგვარებლად უკეთ გაერკვიეთ საქმის ვითარებაში.

სასწორი

ყველაფერს ნუ მიედ-მოედებით. აკეთეთ მხოლოდ საკუთარი საქმე. მადლობას მაინც არავინ გეტყვით და ტყუილად ნუ გაირჯებით.

მორიელი

დღეს ისეთ ამბებს გაიგებთ, რომ უხერხულ სიტუაციაშიც კი აღმოჩნდებით. უმჯობესია, ყველაფერი დაივიწყოთ და რაც მთავარია, არ გათქვათ.

მშვილდოსანი

რა თქმა უნდა, პატივი უნდა სცეთ სხვათა მოსაზრებას, მაგრამ დღეს უმჯობესია, საკუთარი პოზიციები არ დათმოთ.

თხის რქა

დღეს იმდენ საჭირო და უსარგებლო ნივთს შეიძენთ, რომ თავადაც გაოცებული დარჩებით. უმჯობესია, მაღაზიაში საერთოდ არ შეხვიდეთ.

მერწყული

დღეს გაგიუმჯობესდებათ როგორც პირადი, ისე სამსახურებრივი ურთიერთობები. მთელი დღის მანძილზე მხიარულება არ მოგაკლდებათ.

თევზები

ნიჭიერი რომ ხართ ეს უდაო, მაგრამ თავად თუ გახსოვთ ამის შესახებ? იმოქმედეთ და წარმატებასაც მიაღწევთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით