24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.

ვერძი

კარგი ამბები გელოდებათ. თქვენი განწყობა ყოველ წუთს გაუმჯობესდება. წადით სადმე მეგობრებთან ერთად და დრო სწრაფად და საინტერესოდ გაივლის. უნდა მიიღოთ დადებითი ემოციები, ისწავლოთ რაიმე ახალი თქვენთვის და გააფართოოთ თქვენი მსოფლმხედველობა.

კურო

თქვენგან მომდინარე პოზიტიური ენერგიით გარშემო მყოფებს განწყობას აუმაღლებთ. უბრალოდ ფრთხილად იყავით, რომ მთელი ენერგია არ დახარჯოთ. სასარგებლო იქნება მიმდინარე საქმეების მოგვარება. კარგი ოჯახური ურთიერთობები გაქვთ, იყავით მოსიყვარულე და მზრუნველი.

ტყუპი

თუ გრძნობთ, რომ დრო მუდმივად გეწურებათ, მაშინ ტემპი უნდა შეანელოთ. შეადგინეთ დავალებების სია მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე და მიჰყევით მას. აღმოაჩენთ, რომ სათანადო ორგანიზაცია გაგიადვილებთ სიტუაციას. მეგობარი ცდილობს, დაგაწყვილოთ. არ გაბრაზდეთ, ჯობია გულწრფელად თქვათ რას ფიქრობთ ამაზე.

კირჩხიბი

ნუ იცხოვრებთ ფანტაზიაში. მეტი ყურადღება მიაქციეთ რეალობას და მართლა გაახილეთ თვალები. ნუ ჩქარობთ ახალ ურთიერთობას, თუ ასი პროცენტით დარწმუნებული არ ხართ. თუ თქვენი პარტნიორი წინააღმდეგ არაა, იფიქრეთ იმაზე, არის თუ არა რაიმე ცუდი იმაში, რასაც აკეთებთ და შეეცადეთ იყოთ უფრო თავაზიანი.

ლომი

ნუ შეგეშინდებათ ძველ მეგობრებთან დაკავშირება, მათი რჩევა შეიძლება სასარგებლო იყოს. უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს კარიერაზე. ყურადღებით აწონ-დაწონეთ ახალი ვარიანტები. მეტი დრო დაუთმეთ თქვენს განვითარებას. საღამოს მეგობრებთან ერთად გაერთეთ.

ქალწული

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეგიძლიათ შეცვალოთ უკეთესობისკენ. ისარგებლეთ შესაძლებლობებით თქვენი ნაცნობების წრის გასაფართოებლად. ისინი საჭირო იქნება მომავალში. კარგი იქნება ხალხმრავალი ადგილის მონახულება, ვიზიტით წასვლა ან საჯარო ღონისძიებაზე დასწრება. გაერთობით და იქნებ რაიმე ახალი ისწავლოთ.

სასწორი

საყვარელ ადამიანთან ზოგს ჩხუბი გექნებათ, ზოგს - ერთმანეთით ტკბობა. კარგი დღეა საკუთარი თავის მოვლისთვის, კოსმეტიკური საშუალებების შესაძენად, კოსმეტოლოგთან, პარიკმახერთან ვიზიტისთვის. სამსახურში აქტიური ხართ, ინტელექტუალური მუშაობა უფრო პროდუქტიული იქნება.

მორიელი

ნუ დადგებით რთულ გზაზე, როდესაც გამოსავალი თქვენ წინაშეა. არ გაირთულოთ სამუშაო, როცა შეგიძლიათ სიტუაციის მარტივად და მოხდენილად მოგვარება. გარშემო მყოფები აუცილებლად დააფასებენ თქვენს ძალისხმევას. დივანზე დაწოლის ნაცვლად, მეგობრებთან ერთად გაერთეთ.

მშვილდოსანი

24 მაისს უნდა გახსოვდეთ, რომ მალე ისევ წარმატებას მიაღწევთ. ზოგიერთ ნაკლებად წარმატებულ კოლეგას შეიძლება შეშურდეს თქვენი. საბოლოოდ შეგიძლიათ მიიპყროთ თქვენი საყვარელი ადამიანის ყურადღება. უბრალოდ “ვარდისფერი სათვალით“ კი არა სიტუაციას რეალისტურად უნდა შეხედოთ.

თხის რქა

ჯერ იფიქრე საკუთარ ცოდვებზე, სანამ სხვებს გააკრიტიკებთ. იყავით უფრო ლოიალური. ეცადეთ გააუმჯობესოთ ურთიერთობა კოლეგებთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან. ნუ ეკამათებით მენეჯმენტს. ახლა არ არის თქვენი აზრის დამტკიცების დრო. დაიცავით სამუშაო და დასვენების გრაფიკი. ცხოვრების დაბალანსებული ტემპი თქვენთვის მნიშვნელოვანია.

მერწყული

დღეს დიდი ენერგია გაქვთ და ეს საშუალებას მოგცემთ მოაგვაროთ მრავალი პირადი და პროფესიული პრობლემა. შეძლებთ თქვენი იდეების კოლეგებისთვის გადაცემას. პროდუქტიული იქნება როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური მუშაობა. მიიღებთ და-ძმების, მეზობლებისა და მეგობრების დახმარება. თუ მოგზაურობას გეგმავთ, ის წარმატებული იქნება.

თევზები

არ უნდა მიისწრაფვოდეთ იმ მიზნებისკენ, რასაც ვერ მიაღწევთ. თუ შეამჩნევთ თქვენი უფროსის მიერ დაშვებულ შეცდომას, არ ისაუბროთ ამაზე ყველას წინაშე, უთხარით მას მოგვიანებით პირადად. წადით სადმე მეგობრებთან ერთად, ეს გაგიუმჯობესებთ განწყობას. არის შანსი, რომ საინტერესო ადამიანს შეხვდეთ.