24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დაისახეთ დღის გეგმა და იზრუნეთ მის შესრულებაზე. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და არაფრისმომცემ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. დაზოგეთ თითოეული წუთი. დაძაბული სიტუაციები იუმორით განმუხტეთ.

ტყუპი

სასიამოვნო ნაცნობობა გელით, რაც მომავალში შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში თუ არა, მეგობრობაში გადაიზარდოს. აგრეთვე მოსალოდნელია მგზავრობა.

კირჩხიბი

შეიძლება მოგაგონდეთ ძველი შეყვარებული და მის მიმართ გრძნობის მოზღვავება იგრძნოთ. შეიძლება ეს ადამიანი თავად გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. თუ ხვდებით, რომ მის გარეშე არსებობას ვერ შეძლებთ, იქნებ უმჯობესია, ძველ პარტნიორთან რომანი თავიდან დაიწყოთ.

ლომი

დღეს გულუხვი მასპინძლის როლში მოგიწევთ ყოფნა. შეიძლება უცხოელი სტუმრებისთვის ქალაქის დათვალიერებამ მოგიწიოთ. კარგი დღეა სტუმრების სახლში მისაღებადაც; მათ გასამასპინძლებად და გასამხიარულებლად.

ქალწული

დღევანდელ დღეს როგორც დაგეგმავთ, ისეც მოხდება ყველაფერი. ეცადეთ, მეტად დაისვენოთ და მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში. საღამოს საშუალება მოგეცემათ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ნათესავებთან.

სასწორი

სასიამოვნო შეხვედრა მთელ დღის გეგმებს შეგიცვლით. აგრეთვე მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ზარი, რომელიც სიხარულით აგავსებთ. დღის განმავლობაში პატარ–პატარა სიურპრიზებიც გელით.

მორიელი

მოერიდეთ ხმაურიან თავყრილობებსა და ხალხის მასებთან ურთიერთობას. მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ პირადი ცხოვრების მოწყობას. სასურველია ეს და მომდევნო დღე საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაატაროთ.

მშვილდოსანი

საქმეები შეძლებისდაგვარად დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ და დანარჩენი დრო ბუნებაში, მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. მხიარულება და გარემო სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ.

თხის რქა

დღეს მაქსიმალურად უნდა გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. ნუ აჰყვებით გარშემო მყოფებს და ნუ ჩაერთვებით საეჭვო და პროვოკაციულ ქმედებებში. აგრეთვე მოერიდეთ ავანტიურასა და ფულის ფლანგვას.

მერწყული

ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტისგან. უმჯობესია, ეს დღე მშვიდ ვითარებაში, – შინ ან ბუნებაში გაატაროთ.

თევზები

დღეს ნებისმიერ სფეროში მიაღწევთ წარმატებას თუ მიზანმიმართულად და დაკვირვებით იმოქმედებთ. დაბრკოლებები ცხოვრების გამოცდად მიიღეთ და ეცადეთ, ისინი ახლობლების დახმარებით მოაგვაროთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით