პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 08:16-ზე, მთვარე კუროშია
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. სიყვარულისა და რომანტიკისთვის იდეალური დღეა. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
ვერძი
გაიარეთ კონსულტაცია იმ ადამიანებთან, რომლებსაც ენდობით, შეიმუშავეთ ერთობლივი მოქმედების სტრატეგია. არ არის საუკეთესო დღე ექსპერიმენტებისთვის. დღის მეორე ნახევარში შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან, ეს თქვენთვისაც და მათთვისაც სასარგებლო იქნება. მოიწყვეთ მხიარული საღამო.
კურო
მოგიწევთ შეცდომების გამოსწორება, გექნებათ შანსი, აღადგინოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვისთანაც ადრე ჩხუბობდით. სამსახურში თქვენი ცოდნა და გამოცდილება გამოგადგებათ, გადალახავთ სირთულეებს, რომლებსაც სხვები ვერ გაუმკლავდნენ. შესაძლებელია მიიღოთ მოულოდნელი საქმიანი შემოთავაზებები. ხელსაყრელი დღეა გრძელვადიან თანამშრომლობასა და კარიერის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. საღამო შესაფერისია რომანტიკული პაემნის.
ტყუპი
გექნებათ ფულის შოვნის ან შემოსავლის ახალი წყაროს პოვნის, ასევე ფულის მომგებიანად დაბანდების შესაძლებლობა. ინტუიციის წყალობით მიიღებთ უტყუარ გადაწყვეტილებებს. კარგი დღეა სამუშაოსთვის საჭირო აღჭურვილობის, ხელსაწყოების და მასალების, ასევე სასწავლო ლიტერატურის შესაძენად. ბევრი ტყუპი გაიჩენს ახალ ჰობის.
კირჩხიბი
არ დაივიწყოთ თქვენი გრძელვადიანი მიზნები, დღეს ბევრის გაკეთება შეგიძლიათ მათ მისაღწევად. მოგეცემათ შესაძლებლობა გაიმყაროთ თქვენი პროფესიული პოზიცია, დაამყაროთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან, რომელთა მხარდაჭერაც მნიშვნელოვანი იქნება თქვენი კარიერისთვის. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო ორგანიზაციების მოსანახულებლად, საბუთებისთვის, სამართლებრივი საკითხების მოსაგვარებლად. არ არის გამორიცხული, რომანტიკულმა ინტერესმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს თქვენს ცხოვრებაში.
ლომი
ხელსაყრელი დღეა სამუშაოსთვის. ადვილად პოულობთ მოკავშირეებს და თანამოაზრეებს, მოიპოვებთ გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობას. თქვენი თანდაყოლილი გახსნილობა და გულწრფელობა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გაუგებრობები, კონფლიქტები და დავები. დღე შესაფერისია ახალი წამოწყებისთვის, ინიციატივებისთვის ცხოვრების ყველა სფეროში. არ არის გამორიცხული მოულოდნელი ძვირფასი საჩუქრების მიღება.
ქალწული
სავსე ხართ სიცოცხლისუნარიანობითა და ენერგიით, ამიტომ ბევრის გაკეთება შეგიძლიათ. დაგეხმარებიან ადამიანები, რომლებსაც დიდი ხანია იცნობთ, კოლეგები და ბიზნესპარტნიორები არ მოგაკლებენ ყურადღებას. გაჩნდება საინტერესო ბიზნესიდეები, ზოგიერთი ქალწული იპოვის შემოსავლის ახალ წყაროს. დღე შესაფერისია საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისთვის.
სასწორები
რთული დღეა და მთავარია, არ ინერვიულოთ; თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, იპოვით გზას, რომ მოაგვაროთ ყველა წამოჭრილი საკითხი. სთხოვეთ დახმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით: არ არის საჭირო ყველა სირთულეს მარტო გაუმკლავდეთ. წარმატებას მიაღწევთ, თუმცა არა მაშინვე. სამსახურში შეიძლება იყოს უსიამოვნებები, უთანხმოება კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან, მაგრამ კამათიდან გამარჯვებული გამოხვალთ.
მორიელი
პოზიტიური ტენდენციები სწრაფად გადალახავს ნეგატიურს და იპოვით სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის ხერხებს. თქვენი შრომისმოყვარეობა და შეუპოვრობა უხვად დაჯილდოვდება. გაითვალისწინეთ, რაც მეტს იშრომებთ, მით უკეთეს შედეგს მიაღწევთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებისა და სწავლისთვის. გაგიჩნდებათ ახალი იდეები. იზრუნეთ რომანტიკული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.
მშვილდოსანი
შესაძლოა საქმიან ურთიერთობებში პრობლემები შეგექმნათ. კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან უთანხმოება ართულებს მუშაობას. არასასურველია მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა, ვალდებულებების აღება. დღე არ არის შესაფერისი ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც ავრცელებენ ჭორებს.
თხის რქა
თქვენთვის ადვილი არ არის ადამიანებთან ურთიერთობა, შესაძლოა უთანხმოება კოლეგებთან, ბიზნეს პარტნიორებთან და მეგობრებთან. ბევრი რთული საკითხი დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოთ. ნუ ჩქარობთ დასკვნების გამოტანისას. შესაძლებელია მოულოდნელი ვიზიტები, რაც არცთუ ისე სასიამოვნო იქნება.
მერწყული
პროფესიული გამარჯვებებისა და მნიშვნელოვანი წარმატების ალბათობა მაღალია. შესაძლებელია მოულოდნელი საქმიანი წინადადებები, რომლებზეც დიდხანს ფიქრი არ არის საჭირო, ისინი მართლაც ისეთივე კარგია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის. სახლიდან მოშორებით საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, ახალ მეგობრებს გაიჩენთ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.
თევზი
შესაძლებელია მცირე სირთულეები, გაუგებრობები და შეცდომები. მიუხედავად ამისა, დაწყებულ საქმეებს გამარჯვებით დაასრულებთ. წარმატებით წარმართავთ საქმიან მოლაპარაკებებს და ასევე დასახავთ სამომავლო გეგმებს, რომელთა განხორციელებასაც მალე დაიწყებთ. დიდი ხნის პარტნიორები და მოკავშირეები შეგახსენებთ საკუთარ თავს, გექნებათ შანსი აღადგინოთ ურთიერთობები, რომლებიც ოდესღაც მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის. ეს დღე შესანიშნავია ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. თქვენი ავტორიტეტი სწრაფად იზრდება.