კურო
არ გაასესხოთ ფული. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. საყიდლები იმ შედეგს არ მოგიტანთ, რასაც ელით. სხვა დღისთვის გადადეთ ტექნიკისა და კოსმეტიკის შეძენა.
ტყუპი
თუ თავისუფალი ფული გამოგიჩნდათ და არ იცით, რაში დახარჯოთ, ახალ პროექტში დააბანდეთ. მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს.
კირჩხიბი
მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას, მსხვილ საყიდლებს. საღამო მშვიდ გარემოში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ლომი
სამსახურის საქმეების გარდა ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ. მეგობრებთან ერთად კინოთეატრს ეწვიეთ; ჩაეწერეთ მასაჟის კურსებზე, შეიძინეთ აუზის აბონემენტი ან დაგეგმეთ შვებულება.
ქალწული
სამსახურის შემდეგ მაღაზიებში გაიარეთ. კარგი დღეა ინტერიერისა და საოჯახო ნივთების გასაახლებლად. შეიძინეთ ხარისხიანი ნივთები და ფასს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
სასწორი
მოერიდეთ ინვესტიციებს, მსხვილ საყიდლებს, ვალუტის შეძენას. კარგი დღეა კვალიფიკაციის კურსებზე ჩასაწერად, უცხო ენის შესასწავლად, კითხვისთვის.
მორიელი
კარგი დღეა სავალუტო ოპერაციებისთვის, - ვალუტის შეძენის ან დეპოზიტზე დასადებად. მოერიდეთ დაპირისპირებას საქმიან პარტნიორებთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
მშვილდოსანი
დააბანდეთ ფული მომგებიან ბიზნესში. გამონახეთ დრო ნათესავებისთვის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
თხის რქა
ნუ დაინანებთ ფულს ქველმოქმედებისთვის. შეიფარეთ ოთხფეხა ცხოველები. მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის სათამაშოები და წიგნები შეიძინეთ.
მერწყული
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. კარგი დღეა რემონტის დასაწყებად, ავტომობილის შესაძენად, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩასაწერად.
თევზები
მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მეტი მუშაობა გმართებთ. ფული მოზომილად ხარჯეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ.