24 ოქტომბერი, მთვარე მშვილდოსანშია: კარგია ხელშეკრულებების გაფორმება

24 ოქტომბერი, მთვარე მშვილდოსანშია: კარგია ხელშეკრულებების გაფორმება

პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 12:11-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 08:19-ზე

რეკომენდებულია: ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა.

არ არის რეკომენდებული: ახალი საქმეების დაწყება.

ჯანმრთელობა: აქტიურია კისერი, ხმის იოგებია.

კვება: საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი; გამოაცხვეთ პური.

მოგზაურობა: არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად.

ურთიერთობები: დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი.

დღის მინერალები: ამაზონიტი, მწვანე ნეფრიტი.

  • მთვარე მშვილდოსანშია

კარგია ხელშეკრულებების გაფორმება და განაცხადების წარდგენა. მოაგვარეთ იურიდიული საკითხები. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები, წახვიდეთ ხანგრძლივ მოგზაურობებში, მივლინებაში და ოფიციალურად დაარეგისტრიროთ ახალი ორგანიზაცია. იღვიძებს ინტერესი სოციალური აქტივობების მიმართ.

აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი.

საოჯახო საქმეები: თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. კარგია დღეს მინისა და სარკის ზედაპირების გაპრიალება. შეგიძლიათ ტანსაცმელი დააუთოოთ და ნივთები შესანახად მოათავსოთ. შეგიძლიათ გაყინოთ ხილი და გამოაცხოთ პური.

კოსმეტიკური პროცედურები: კარგია მასაჟი, ნიღბების გაკეთება.