24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

რაღაცნაირად არეული ხართ და თითქოს ჩვეულ საქმებსაც ვეღარ უდებთ გულს. თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ საყვარელი ადამიანის მზრუნველობა, მხარდაჭერა გაკლიათ. ეცადეთ, როგორმე დაარეგულიროთ მასთან ურთიერთობა.

ტყუპი

ფული ციდან არ ჩამოცვივდება; მათ მოსაპოვებლად მუშაობაა საჭირო. კარგად შეიმუშავეთ რამ შეიძლება მოგიტანოთ დამატებითი შემოსავალი.

კირჩხიბი

წარმატებული დღე გელით, თუ მიზნის მისაღწევად ტრადიციულ გზას დაადგებით და ექსპერიმენტებისგან თავს შეიკავებთ.

ლომი

დღეს საოჯახო საქმეებს თავს ვერ აარიდებთ. ზოგიერთებს ძლიერი მფარველი გამოუჩნდება და მისი წყალობით წარმატებას მიაღწევს. კარგი დღეა თანამოაზრეებთან ერთად ახალი საქმის დასაწყებად.

ქალწული

მკვეთრად შეიცვლით გეგმებს და ზოგიერთები ურთიერთობას (განსაკუთრებით აგვისტოში დაბადებულები), კარიერას ნოლიდან დაიწყებენ. თუმცა, გამოირიცხული არაა, პირველსავე მოსახვევში ისევ ძველ პრობლემებს შეეჯახოთ. ამიტომ, სანამ რაიმეს მოიმოქმედებდეთ, კარგად დაფიქრდით.

სასწორი

ცვლილებებია მოსალოდნელი ბიზნესსა და ქორწინებაში. ზოგიერთი მოვლენა შემთხვევაზე იქნება დამოკიდებული. ექსპერიმენტებით ნუ დაანგრევთ იმას, რაც აქამდე გქონდათ მოპოვებული.

მორიელი

დღეს წარსული წარმატებებიც დაგიფასდებათ. ზოგიერთი მორიელი საჩუქრებსაც მიიღებს. კარგი დღეა უცხოელებთან, მოგზაურებთან, სასულიერო პირებთან და იურისტებთან ურთიერთობისთვის. თუ დღე დაგეგმილივით არ დაიწყო, ნუ ინაღვლებთ, ყველაფერი მალე მოგვარდება.

მშვილდოსანი

დღის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე შეგეცვალოთ გეგმები, ყველაფრის თავიდან დაწყებამ მოგიწიოთ. არ აჰყვეთ ემოციებს. ყველა საშუალება გამოყენეთ იბრძოლეთ პოზიციების შესანარჩუნებლად.

თხის რქა

პარტნიორთან ჩხუბით ვერაფერს გახდებით. ურთიერთობის გაფუჭება თავადვე დაგაზიანებთ. გახსოვდეთ, ვინც მოითმენს, ის მოიგებს.

მერწყული

დღეს გაყინული წერტილიდან დაიძვრებით და კარიერული წინსვლისკენ გააგრძელებთ სვლას. შესაძლოა, თქვენი დახმარება ოჯახის წევრს დასჭირდეს. დღის განმავლობაში უამრავ ინფორმაციას მიიღებთ და ეცადეთ, შეძლებისდაგვარად ყველა გადაამოწმოთ.

თევზები

დღეს ყველაფერი თქვენი კეთლდღეობისთვის ამუშავდება. გარისკეთ, არ წააგებთ. თქვენი წარმატებით მტრებსაც კი სალაპარაკოს მისცემთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით