კურო
კარგი დღეა საყოფაცხოვრებო, საცხოვრებელი საკითხების მოსაგვრებლად. აგრეთვე, ჯანმრთელობისა და ნათესავური კავშირების გასაუმჯობესებლად. თუ მოინდომებთ, პირად ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით.
ტყუპი
კარგი დღეა ახალი ტექნიკის ასათვისებლად; აგრეთვე, შემოქმედებითი ჩანაფიქრების განსახორციელებლად. სიყვარული, სილამაზე, კომფორტი და მყუდროება კი თავად უნდა შეიქმნათ.
კირჩხიბი
მეგობრები და კოლეგები რთულ სიტუაციაში არ მიგატოვებენ და შეიძლება ფინანსური მხარდაჭერაც გაგიწიონ. ზოგიერთს საინტერესო საქმიანობას, იდეების განხორციელებას შესთავაზებენ.
ლომი
კარგი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად გარშემო მყოფებთან. ახალი იდეები კოლეგებთან და უფროსთან ერთად განიხილეთ. თამამად წამოაყენეთ საკუთარი მოთხოვნები.
ქალწული
კარგი დღეა დიდი ხნის უნახავი მეგობრების მოსაკითხავად, ნათესავებთან შესახვედრად. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ ვალის, გადასახადის გადახდაც მოგიწევთ.
სასწორი
საკუთარი სიამოვნების გულისთვის ნუ დახარჯავთ ახლობლების ფულს და უფრო მეტიც, ნუ ისარგებლებთ ლომბარდისა და ბანკის მომსახურეობით, ვალის გადახდა გაგიჭირდებათ.
მორიელი
საქმეებით დატვირთული დღის მიუხედავად ნუ დაივიწყებთ ახლობლებსა და საყვარელ ადამიანს. აგრეთვე, გაფრთხილდით, კონკურენტებმა, მტრებმა შეიძლება მეგობრებად მოგაჩვენონ თავი და საქმეები გაგიფუჭონ.
მშვილდოსანი
ყველა საქმის შესრულებას დღეს ნუ ეცდებით, ზოგიერთიც სხვა დროისთვის გადადეთ. იზრუნეთ, რომ დროულად და რაც მთავარია, ჯანსაღი პროდუქტებით იკვებოთ. არა მარტო დღეს, საერთოდაც.
თხის რქა
უმნიშვნელო მიზეზის გამო ნუ წაეჩხუბებით მათ, ვინც თქვენთვის ძვირფასია. შეიძლება განახლდეს სასიყვარულო ურთიერთობა ყოფილთან. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს საოჯახო საქმეები.
მერწყული
კარგი დღეა სამომავლო გეგმების ჩამოსაწერად, ფინანსური, სამემკვიდრეო საკითხების მოსაგვარებლად. ნუ განერვიულდებით, თუ დააგვიანებს ტრანსპორტი, მწყობრიდან გამოვა ტექნიკა.
თევზები
თუ ქალაქგარეთ აპირებთ გამგზავრებას, მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ ავტომობილის მდგომარეობას. მიიღეთ უსაფრთხოების ნორმები, მოერიდეთ საცობებს და კამათს მგზავრობისას.