ავტორი:

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 04:50-ზე, მთვარე ქალწულშია

კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში. კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.

ვერძი: დაასრულეთ დაწყებული საქმეები, მოიცილეთ უსარგებლო ნივთები. კარგი დღეა საქმიანობის დასახვეწად, სრულყოფილებისთვის. მეტი მზრუნველობა გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ.

კურო: წარმატებულ და გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ, ვისაც პირადი მიზნების გასახორციელებლად გამოიყენებთ. ფული მხოლოდ ძვირად ღირებულ ნივთებში დააბანდეთ.

ტყუპი: მოერიდეთ კრიტიკულ შენიშვნებს გარშემო მყოფების მიმართ. თუ მიზნების განხორციელება რეალურად გსურთ, ფანტაზიორობას უნდა შეეშვათ და რეალურად დაიწყოთ მოქმედება.

კირჩხიბი: კარგად გაანალიზეთ მიღებული ინფორმაცია. იყავით დაკვირვებული, რომ მუშაობისას დეტალები არ გამოგრჩეთ. მოაწესრიგეთ საბუთები, სამსახურისაც და სწავლისაც, სამგზავრო ნივთები.

ლომი: დღევანდელი დღე მხოლოდ საკუთარ თავს მიუძღვენით. გამოიძინეთ, დაისვენეთ, ისეირნეთ, მიირთვით საყვარელი კერძები, შეიძინეთ, რაც დიდი ხანია გსურდათ. საღამო შეეხმიანეთ მეგობრებს და იმხიარულეთ.

ქალწული: დღეს ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოთ. განსაკუთრებით, თუ მჯდომარე სამსახური გაქვთ. მუშაობისას ახალ-ახალ დეტალებს აღმოაჩენთ და ყურადღებით იყავით.

სასწორი: რომანტიკული, სასიამოვნო მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელოდებათ. საყვარელი ადამიანი სიურპრიზით გაგანებივრებთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო გარემოში გაატარეთ, იმხიარულეთ.

მორიელი: დღეს მუშაობა მაინც მოგიწევთ. დაასრულეთ საქმეები, მოიცილეთ უსარგებლო და დაზიანებული ნივთები. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს; ეჭვიანობასა და პრეტენზიებს საყვარელი ადამიანის მიმართ.

მშვილდოსანი: სხვებს ვერ ენდობით, ვერც საქმეების მოგვარებაში და ვერც რამის ყიდვაში. თქვენზე უკეთესად თქვენს ვალდებულებას ვერავინ შეასრულებს. ჯერ დაფიქრდით და მერე მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.

თხის რქა: კარგი დღეა პარტნიორებთან და მეგობრებთან შესახვედრად, მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. მოიცილეთ ძველი, უსარგებლო ნივთები. გაფრთხილდით, არ გაცივდეთ.

მერწყული: არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ნუ ანდოთ საკუთარი საქმეების მოგვარებას სხვას. სიყვარულის გამო მოერიდეთ სარისკო ქმედებას, ავანტიურას. ამ ყველაფერმა შეიძლება შეგილახოთ რეპუტაცია.

თევზები: დაკვირვებით იმოქმედეთ. მეტი დრო დაუთმეთ დეტალებზე მუშაობას, წვრილმანების გამოსწორებას. საუკეთესო დღეა ოჯახის წევრებთან შესახვედრად, საოჯახო ვალდებულებების განსახილველად.