24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დრო გონივრულად გადაანაწილეთ და ნურც იმდენ საქმეს დაგეგმავთ, რომ საღამოს მეგობრებთან ერთად გასართობად ვერ მოიცალოთ. საყვარელი ადამიანი არ აეჭვიანოთ.

ტყუპი

მხიარული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან. საინტერესო ადამიანს დაუმეგობრდებით. ზოგიერთს სამსახურებრივი ფლირტი ელის.

კირჩხიბი

რამდენიმე საინტერესო წინადადებას მიიღებთ, ფორტუნა გწყალობთ საქმეებში. უფროსი თქვენი მუშაობის მეთოდით დაინტერესდება. პირადი ურთიერთობა მეტად დატვირთეთ რომანტიკით.

ლომი

მცირე უსიამოვნებებს თავად გაართმევთ თავს. რთული საკითხები პროფესიონალებთან ერთად მოაგვარეთ. პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა.

ქალწული

უამრავი წვრილ-წვრილი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უფროსთან. საღამოს შეიძლება ნათესავები გესტუმრონ; ზოგიერთს რომანტიკული პაემანი გელით.

სასწორი

სტაბილური და მშვიდი ხართ. სამსახურის საქმეები დაკვირვებით აკეთეთ. შეუსრულეთ ოჯახის წევრებს დანაპირები. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება გელით.

მორიელი

დროა, გააუმჯობესოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. პირად ცხოვრებაში სიურპრიზი გელით. ალბათ არ იცოდით, რომ თქვენი მეწყვილე ასეთი ნაზი და რომანტიკულია.

მშვილდოსანი

ენერგიული ხართ და ინიციატივიანი. თუმცა, საღამოსთვისაც შემოიტოვეთ ძალები. საყვარელ ადამიანს პაემანი მდიდრულ რესტორანში დაუთქვით, სიურპრიზებით გაანებივრეთ.

თხის რქა

კოლეგებისა და გავლენიანი მეგობრების დახმარებით ყველა საქმეს და უსიამოვნებას მოაგვარებთ. საყვარელ ადამიანს საკუთარ აზრს ნუ მოახვევთ თავს.

მერწყული

სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. ფორტუნა გწყალობთ და ყველა საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. პირადი ცხოვრებაში ნუ იქნებით ასეთი მიმნდობი.

თევზები

მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. კოლეგების მიმართ - იუმორი და კეთილგანწყობა. პირად ცხოვრებაში იდილია გელით, საყვარელი ადამიანი რომანტიკული და ყურადღებიანია.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით