25-27 მარტი - მთვარე სასწორშია

25-27 მარტი - მთვარე სასწორშია

მთვარე სასწორის ზოდიაქოშია და დარჩება 27 მარტამდე

დღეს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა სასწორში. ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ სტატია და ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ.

დღესაც და მომდევნო ორ დღეს ეცადეთ შეინარჩუნოთ სასწორისეული დიპლომატიურობა და ჰარმონიულობა.

აქტიურია ჰაერის სტიქია.

მსუბუქად ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.

მოალამაზეთ თქვენი სახლი. ჩამოკიდეთ ლამაზი ნახატები, ინტერიერი მორთეთ დეკორით.

ეცადეთ, ოჯახის წევრებს შორის ჰარმონიულმა ურთიერთობამ დაისადგუროს.

გაგიჩნდებათ სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება.

ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები, რაც მოცილებასთანაა დაკავშირებული, რადგან მთვარე კლებადია.

ამ დღეს კარგია პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობა.

დღეს იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.

შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.

გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ ბევრი სითხისა და ალკოჰოლის მიღებას.