25-31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისა და ფლირტისთვის

25-31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისა და ფლირტისთვის

ამ კვირის მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში ჩვენს საიტზე. ახლა კი გაეცანით 25-31 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს:

ვერძი

ვენერას ლომში გადასვლა თქვენს მზესთან ჰარმონიულ ასპექტს ქმნის, რაც თქვენს ქარიზმას და ბრწყინვალების სურვილს აღვიძებს. შესანიშნავი დროა რომანტიკისთვის, შემოქმედების, კრეატიულობისა და საჯარო გამოსვლებისთვის. გაახალისეთ თქვენი ცხოვრება სილამაზით - იქნება ეს კაშკაშა ფერის ტანსაცმელი, მაგიდაზე თაიგული თუ მადლიერებისა და სიყვარულის სიტყვები. კვირა კარგია ტოქსიკური ურთიერთობებისგან გასათავისუფლებლად და ბედნიერებისთვის კარის გასაღებად.

კურო

თქვენი მმართველი - ვენერა, რომელიც ლომის ნიშანშია, შეგახსენებთ, რომ ყველაფერი პრაქტიკული არ უნდა იყოს. მიეცით საკუთარ თავს ცოტა ფუფუნების, სიამოვნების და თამაშის უფლება. შესაძლებელია რომანტიკული შეხვედრები, განსაკუთრებით მოულოდნელ ადგილებში. შინაგანი ცეცხლი გამოსავალს მოითხოვს - დაკავდით სპორტით ან დაიწყეთ ახალი პროექტი. შესანიშნავი დროა თვითგამოხატვისთვის: ხატვა, ცეკვა, საუბარი - თქვენ მოგისმენენ და დაგინახავენ ისინი, ვისაც ნამდვილად სჭირდებით.

ტყუპი

ზაფხულის წასვლას ძველი ემოციები უნდა გაატანოთ. მიეცით საკუთარ თავს საშუალება, ლამაზად იცხოვროთ, განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. ვენერა ლომში ჰარმონიულ ასპექტშია თქვენს მზესთან, რაც გაძლევთ შანსს, გამოხატოთ საკუთარი თავი ნათლად - სტილით, სიტყვებით, ფლირტით. შესანიშნავი დროა ხანმოკლე მოგზაურობისთვის, კომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობისთვის. იყავით გულუხვი კომპლიმენტებითა და შთაგონებით. თქვენს სიტყვებს ძალა აქვს - სტატიები, წერილები და საუბრები განსაკუთრებით დამაჯერებელი იქნება.

კირჩხიბი

ვენერა ლომში ააქტიურებს თქვენს ფინანსურ სფეროს და სიამოვნების მიღებისკენ მოგიწოდებთ. შესაძლებელია სასიამოვნო ბონუსები, საჩუქრები ან შეთავაზებები. ჩადეთ ინვესტიცია იმაში, რაც თქვენს სულს სიამოვნებს: ხელოვნებაში, კომფორტში, სტილში. ურთიერთობებში, - რათა მიაღწიოთ სტაბილურობას და ფუფუნება. შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისა და ფლირტისთვის. აგრეთვე, პრეზენტაციებისთვის, მოლაპარაკებებისა და საჯარო გამოსვლებისთვის. შესაძლებელია სამსახურებრივი რომანი ან ავტორიტეტული ადამიანისგან აღიარება.

ლომი

ვენერა გადმოდის თქვენს ნიშანში და თქვენ ყურადღების მაგნიტი ხდებით. დროა იზრუნოთ საკუთარ თავზე: განაახლოთ თქვენი გარდერობი, ჩაატარეთ ფოტოსესია, განებივროთ თავი ლამაზი ნივთებით. ვენერა ლომში შთაგაგონებთ, რომ ისაუბროთ თქვენს გრძნობებზე და შექმნათ რაღაც სულიერი. შესაძლებელია შემოქმედებითი მიღწევები - განსაკუთრებით თუ ვიზუალთან ან დიზაინთან მუშაობთ. თქვენი მიმზიდველობა პიკშია - გამოიყენეთ ეს პირადი და პროფესიული მიზნებისთვის.

ქალწული

ახლა თქვენი დროა და ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ. შესაძლებელია მოულოდნელი აღმოჩენები, რომელთა ჩაწერაც ღირს - ისინი შემოდგომაზე გამოგადგებათ. გუნდში დაბადებული იდეები შეიძლება მომავალი წარმატებების საფუძველი გახდეს. შესაძლებელია ფარული სიმპათიები ან წარსული სიყვარულის მოგონებები. მაგრამ ეს ასევე შესანიშნავი დროა გადატვირთვისთვის - როგორც ფიზიკური, ასევე სენსორულ-ემოციური. გაუშვით ძველი, გაიხსენით ახლის მიმართ. მეგობრობა ან ერთობლივი მუშაობა შეიძლება გადაიზარდოს რაღაც უფრო მეტში.

სასწორი

საზოგადოებაში წარმატებას მიაღწევთ, ამბიციები გაიზრდება და თავდაჯერებულობას შეიძენთ. შესაძლებელია წვეულებები, შეხვედრები, ახალი ნაცნობობა - ბედნიერების უამრავი მიზეზი იქნება. იყავით ბუნებრივი და ამის გამო შეგიყვარებენ. შესანიშნავი დროა საქმიანი ვიზიტებისთვის, განათლებისა და ჰორიზონტის გასაფართოებლად. დაგაინტერესებთ ღრმა თემები - ფილოსოფია, ხელოვნება, კულტურა. საზღვარგარეთ საქმიანი ვიზიტები წარმატებული იქნება და შეიძლება რადიკალურად შეცვალოს თქვენი ცხოვრებაც კი.

მორიელი

პირად ცხოვრებაში განახლებების კვირაა. პარტნიორობაში ყველაფერი საკმაოდ ნათელია - არის ვნება, მაგრამ ასევე კონტროლის სურვილი. ისწავლეთ გაშვება და ნაკლებად იეჭვიანეთ. შეიძლება ძველ და არსებულ ურთიერთობებს შორის არჩევანის გაკეთების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდეთ. სილამაზესთან ან ხელოვნებასთან დაკავშირებული ფინანსური ინვესტიციები ხელსაყრელია.

მშვილდოსანი

ოჯახი, შვილები და პირადი ურთიერთობები წინა პლანზე წამოიწევს და ყურადღებას მოითხოვს. ვენერა ლომში ქმნის ჰარმონიულ ასპექტს თქვენს მზესთან, ააქტიურებს პარტნიორობის სფეროს. თუ ძიებაში ხართ, შესაძლოა, კოლეგის მიმართ სიმპათია გაგიჩნდეთ, უცხოელი ან სხვა კულტურის ადამიანი შეგიყვარდეთ. ხელსაყრელია ნაცნობობა ონლაინ ან მოგზაურობის დროს; ახალი ალიანსების შექმნა ან ძველის განახლება - ეს ეხება როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებს.

თხის რქა

თქვენი განწყობა ნაკლებად აგრესიული ხდება, ჩნდება სურვილი, ყველაფერი ლამაზად და გულიანად გააკეთოთ. შთაგონებას ყოველდღიური წვრილმანებიდან იღებთ. მოგინდებათ კომფორტი, სითბო, საყვარელი ადამიანებით გატარებული ლამაზი საღამოები. დღეებს თქვენთვის ძვირფასი ადამიანების წრეში გაატარებთ. კვირა საშუალებას გაძლევთ, პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის ჰარმონია იპოვოთ. მნიშვნელოვანია გრძნობებზე საუბარი. შესანიშნავი დროა სხეულის მოვლისთვის, ვარჯიშის, ძილისა და კვების რეჟიმის დაცვისთვის.

მერწყული

ვენერა ლომში თქვენს მზესთან ოპოზიციაშია, აცოცხლებს თქვენს საუბრებს და მოითხოვს კომპრომისებს. ეს შესანიშნავი დროა პაემნებისთვის, ნაცნობებისა და შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ჭკუისა და გულწრფელობის დემონსტრირების. მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ საყვარელი ადამიანების მოსაზრებები და სურვილები, ზოგჯერ ზოგიერთ საკითხში უნდა დაუთმოთ კიდეც. გააცნობიერებთ, რომ სიმდიდრე არა მხოლოდ თქვენს საფულეშია, არამედ სულიერ კავშირებშიც.

თევზები

კვირა ღირებულებების თემითაა დატვირთული, მაგრამ ასევე შეიძლება საინტერესო შეხვედრები, მხარდაჭერა, შთამაგონებელი საუბრები მოგიტანოთ. გარემოებები გაიძულებთ, ყურადღება მიაქციოთ ფინანსებს, საჩუქრებს, სიამოვნებას. პროფესიულ სფეროში ახალი პერსპექტივები მოულოდნელად გამოჩნდება. შეგიძლიათ მიიღოთ სასიამოვნო სიურპრიზი, იგრძნოთ სიამაყე შესრულებული სამუშაოსთვის. ზაფხულის ბოლო დღეები სიმშვიდის განცდას მოგიტანთ: უკან მოიტოვებთ წუხილს, მოემზადებით განახლებისთვის.