ავტორი:

25-31 ივლისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქის ყველა ნიშნისთვის

25-31 ივლისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქის ყველა ნიშნისთვის

კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები

28 ივლისს 21:54-ზე ველოდებით ახალმთვარეობას ლომში. ეს არის ახალი საქმეების დაწყების პერიოდი, მაგრამ მაქსიმალურად დაკვირვებული იყავით, წინა დღეს, 27-ში მარსი და მერკური უპირისპირდება ერთმანეთს. ფრთხილად საჭესთან, კომუნიკაციასთან, შეკამათებას ხელჩართულ ბრძოლაში ნუ გადაზრდით. მომდევნო დღეს კი რამდენიმე დაძაბული ასპექტი გველის. იყავით ფრთხილი ელექტრონივთებთან მუშაობისას, მომატებულია ავარიულობა, შეფერხება, სირთულეები. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ასაკით, თანამდებობით უფროს ადამიანებთან. მიმართეთ თქვენი ენერგია კეთილ საქმეებზე. შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს ყველაფერი და მაქსიმალურად დაკვირვებულად უნდა შეძლოთ ახალ სიტუაციაში ადაპტაცია. ახალმთვარეობაზე დაწყებული სირთულეები აგვისტოს დასაწყისზეც იქონიებს.

25-31 ივლისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქის ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ხუთშაბათამდე დაასრულეთ ძველი საქმეები, მოიცილეთ ვალდებულებები, ძველი ნივთები. არ გირჩევთ სარისკო საქმიანობაში ჩართვას; კონტაქტებს საეჭვო ადამიანებთან; ადრე თუ გვიან ყველა საიდუმლო გამომჟღავნდება. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას, ურთიერთობის გაუმჯობესებას ნათესავებთან.

კურო

თუ ბავშვებისთვის ან საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრების შეძენას აპირებთ, უპირატესობა ძვირფასს და ხარისხიანს მიანიჭეთ. გახშირდება შეხვედრები, მიმოსვლა. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ახლობლებთან. კარგ შედეგს მოგიტანთ სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება, ახალ ინფორმაციას იოლად აითვისებთ.

ტყუპი

ფინანსებთან დაკავშირებული ყველა საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ. უნდა დაასრულოთ გვერდზე გადადებული საქმეები. გაიგებთ ჭორს საკუთარ თავზე, რამაც შეიძლება რეპუტაცია შეგილახოთ. უქმეები მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ, მხიარულად და საინტერესოდ გაატარეთ.

კირჩხიბი

ყველას აზრი მოისმინეთ, მაგრამ ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ ჩათვლით და თქვენთვის უკეთესი იქნება. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. უქმეები ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ.

ლომი

ენერგიის მოზღვავებას იგრნობთ და პარასკევიდან აქტიურად დაიწყეთ სურვილების ასრულება, მიზების განხორციელებას. მანამდე დაასრულეთ საქმეები, დასვით წერილი არაფრისმომცემ ურთიერთობაში, მოიცილეთ უსარგებლო ნივთები. იყავით მომართული საკუთარი ნიჭის გამოვლენაზე. გაიუმჯობესეთ სტილი, იმიჯი.

ქალწული

შეამცირეთ კონტაქტები, საქმეები, ვალდებულებები; საუკეთესო დროა დასვენებისა და საკუთარ თავში, სურვილებში გასარკვევად. მოერიდეთ ზედმეტი ვალდებულების აღებას. გახშირდება ვირტუალური კონტაქტები და ზოგიერთმა შეიძლება ინტერნეტრომანიც კი გააბათ.

სასწორი

გაბედულად და ჯიუტად დაიცავით თქვენი უფლებები, სხვების გამო საკუთარი სურვილების განხორციელებაზე უარს ნუ იტყვით. დაიკავეთ სასურველი პოზიცია, იბრძოლეთ დაწინაურებისთვის, წინსვლისთვის. ისე იმოქმედეთ, რომ კოლეგების პატივისცემა, შექება დაიმსახუროთ.

მორიელი

გარშემო მყოფებთან ურთიერთობას კონფლიტში ნუ გადაზრდით, გამოავლინეთ სიბრძნე და მოთმინება. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, განეწყვეთ პოზიტიურ განწყობაზე. საუკეთესო პერიოდია უცხო კულტურის, კულინარიის, ჩვეულებების გასაცნობად, საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის.

მშვილდოსანი

გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, გააბით საკურორტო რომანი, დატკბით დასვენებით. ქალაქში დარჩენილებმა მეტად მოინდომეთ სურვილების ასრულება, ამბიციების დაკმაყოფილება. იზრუნეთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე; ბინაში ინტერიერის განახლებაზე.

თხის რქა

მშვიდობიანად მოაგვარეთ ფინანსებთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. აასრულეთ ახლობლებისთვის გაცემული დანაპირები. სასიყვარულო ურთიერთობაში იდეალებს ნუ შეიქმნით, იმედგაცრუებული დარჩებით. დელიკატურად მოაგვარეთ ინტიმური საკითხები.

მერწყული

ხუთშაბათამდე დაასრულეთ დაწყებული საქმეები, რომ პარასკევიდან ახალი პროექტების დაწყება შეძლოთ. ნუ დაძაბავთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ კარგად დაფიქრების შემდეგ. უქმეები ოჯახთან ერთად, ქალაქგარეთ გაატარეთ.

თევზები

პარასკევიდან სურვილების ასრულების დრო დაგიდგებათ. იყავით მომართული კარიერულ წინსვლაზე. ბავშვებთან ერთად დაგეგმეთ უქმეები, იყავით მომართული კულტურულ და გონებრივ განვითარებაზე. ნურც სპორტულ აქტიურობებს დაივიწყებთ.