25-31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები

25-31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები

ვერძი

დიდი მოლოდინების გამო შეიძლება განიცადოთ იმედგაცრუება და უსიამოვნო ემოციები. გადადეთ ამბიციური გეგმების განხორციელება მინიმუმ ორი კვირით. ყურადღება მიაქციეთ ძირითად საკითხებს და ნუ მოცდებით უსარგებლო თემებზე. არ ენდობით მაცდურ შემოთავაზებებსა და დაპირებებს. კვირა არ არის შესაფერისი შოპინგისთვის. თუ შეგხვდებათ დაგვიანებები, დაბრკოლებები ან ვიღაც დაგშორდებათ, მიიღეთ მშვიდად, ნურაფერს გაეკიდებით.

კურო

კონცენტრირება მოახდინეთ პროექტის დასრულებაზე, მოხსენებების წარდგენაზე, გარკვეული ეტაპის დასრულებაზე. კვირის განმავლობაში შესაძლოა დაბრკოლებები შეგხვდეთ კოლეგებისა და საქმიანი პარტნიორებისგან. სამსახურში ფსიქოლოგიური ფონი საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ პირად ცხოვრებაში, ზოგადად, ყველაფერი კარგადაა. შეეცადეთ ფილოსოფიურად შეხედოთ ყოველდღიურ საზრუნავს და არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

ტყუპი

კვირა შესაფერისია გამოკვლევებისთვის, საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად, მნიშვნელოვან საკითხებში ჩაკირკიტებისთვის. იდეალური დროა თვითგანვითარებისთვის, სულიერი პრაქტიკისთვის და ასტროლოგთან ან ფსიქოლოგთან კონსულტაციისთვის. არაჯანსაღი ამბიციები და რისკებზე წასვლის სურვილი დიდ პრობლემებამდე მიგვიყვანთ. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და არ გააკეთოთ არაფერი თქვენი ნების საწინააღმდეგოდ! შეინარჩუნეთ დამოუკიდებლობა და კარგი ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.

კირჩხიბი

თვითგადარჩენის ინსტინქტი მინიმუმზეა, შესაძლებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ტრავმის რისკი გაზრდილია. დიდია უსიამოვნო სიურპრიზების ალბათობა სასიყვარულო და ფინანსურ საკითხებში. სტრესული სიტუაციების სიმრავლე ხელს უშლის ზუსტ გამოთვლებს და ისეთი საკითხების მოგვარებას, სადაც ყურადღებაა საჭირო, ამიტომ მნიშვნელოვანია დრო დაუთმოთ ყოველივეს გააზრებას და, თუ ეს შესაძლებელია, იპოვოთ ადამიანი, რომელიც მშვიდი და თავშეკავებული იქნება და ყურადღებით მოგისმენთ.

ლომი

კვირა შესაფერისია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, წერისთვის, ფოტოგადაღებების. თუმცა, ნუ ჩქარობთ ამ ყველაფრის ჩვენებას სხვა ადამიანებისთვის, ბოროტ და შურიან ადამიანებს გააქტიურებთ თქვენ წინააღმდეგ. ახლა შეგიძლიათ იოცნებოთ მომავალზე, ცოტა დაისვენოთ, სამსახურიდანაც. გაზაფხულის დაბნელების სეზონის დასრულების შემდეგ, ჯერ კიდევ გექნებათ დრო, რომ შექმნათ რაღაც ახალი და შთამბეჭდავი. ჩაუყარეთ საფუძველი მომავალ წარმატებებს, მაგრამ ჯერ არავის უთხრათ ამის შესახებ.

ქალწული

იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და ყურადღება მიაქციეთ თქვენი შინაური ცხოველების ქცევას. არ დაიჯეროთ დაპირებების და არც თავად დაპირდეთ ვინმეს რამეს. შეეცადეთ დაასრულოთ მნიშვნელოვანი საქმეები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გქონდათ გადადებული, თუნდაც ისინი მოსაბეზრებლად მოგეჩვენოთ. შეგიძლიათ დაგეგმოთ საუბარი იქ, სადაც ზედმეტი ემოციები არ არის საჭირო. კვირის უარყოფითი მხარე ის არის, რომ გარემოებები ქმნის შფოთიან ატმოსფეროს, გაკლიათ მოქნილობა, მაგრამ გაქვთ დიდი სურვილი, მიაღწიოთ თქვენს მიზანს ნებისმიერ ფასად.

სასწორი

ნუ გადააჭარბებთ სიამოვნებას, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო შედეგები. თქვენ ირგვლივ შეიძლება ბევრი ცრუ და გაიძვერა ადამიანი იყოს. შეიძლება მარტივად დაუშვათ შეცდომები ან დაემორჩილოთ თაღლითებს. კვირის განმავლობაში გემრიელი და ტკბილი საჭმლით იქნებით გატაცებული და არც ალკოჰოლის მიღებაზე ეტყვით საკუთარ თავს უარს, რაც საზიანოა. უფრთხილდით თავის მოტყუებას, ვირუსებს და ალერგიებს. კვირა შესაფერისია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. თუ ხელოვანი ადამიანი ხართ, შექმენით, შეადგინეთ, დახატეთ, გადაიღეთ.

მორიელი

ამ კვირას ძნელია ეწოდოს პროდუქტიული - შეცდომების დაშვება შესაძლებელია, გაზრდილი აურზაურის გამო. თუ რაიმეს მიღწევა გინდა, იმოქმედეთ არა ძალით, არამედ დიპლომატიურად. ეცადეთ არ იჩქაროთ და იყოთ უკიდურესად ფრთხილად მანქანის მართვისა და საუბრისას (ახლობლებთანაც და საქმიან პარტნიორებთანაც). გადადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. კვირა ხელსაყრელია მათთვის, ვინც იცის მშვიდად მოქცევა და შინაგან დაძაბულობასთან გამკლავება. ენერგია მიმართეთ ყოველდღიური საქმიანობისადმი, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

მშვილდოსანი

მიდრეკილი იქნებით მოვლენების დრამატიზაციისკენ, გრძნობები და ემოციები გამძაფრებულია. შეინახეთ პირადი საიდუმლოებები თქვენთვის, ზედმეტი ლაპარაკი არ გჭირდებათ. კვირა კარმული ფონით იწყება, დაბნელების დერეფანი დაგანახვებთ, თუ სად დაუშვით შეცდომები. არახელსაყრელი დრო საზოგადოების წინაშე გამოსვლებისთვის, უფროსებთან საუბრებისთვის, მოკლე და გრძელი მოგზაურობისთვის. მაგრამ ძველი პრობლემების მოგვარება და შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია. ნუ დაეყრდნობით სხვებს, აიღეთ ინიციატივა საკუთარ ხელში!

თხის რქა

ქრონიკული დაავადებები შეიძლება გაგიმწვავდეთ და გამოიწვიოს ზედმეტი შფოთი. კარგია ნაგვის მოცილება და ზედმეტი უსარგებლო ნივთების გადაყრა. უფრთხილდით აგრესიულ ადამიანებს და ნუ იქნებით კატეგორიული, რადგან დიდი სკანდალების ალბათობაა! ფრთხილად იყავით ემოციებზე დაფუძნებულ ქმედებებთან და შესყიდვებთან. შეეცადეთ ყურადღება მიაქციოთ მშობლებს, შვილებს, სასიყვარულო პარტნიორს. იდეალური იქნება აიღოთ ხანმოკლე შვებულება და მშვიდად დაისვენოთ.

მერწყული

კვირა ფორსმაჟორულია. ემოციები ბობოქრობს. მთვარის დაბნელებამ შეიძლება გამოიწვიოს გაუგებრობა საყვარელ ადამიანებთან. შფოთი გაიზრდება. უფრთხილდით იმპულსურ ხარჯებს და დაპირებების გაცემას. ნუ აიღებთ სესხს, ვალს. შეინახეთ თქვენი პირადი მონაცემები უსაფრთხოდ და არავის მოუყვეთ თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ. გახსოვდეთ, ბედნიერებას სიჩუმე უყვარს! დაიცავით ეს წესი და ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ.

თევზები

ინტუიცია და გამჭრიახობა, ისევე როგორც ვნებები, ძლიერდება. იწყება საინტერესო რომანტიკული დრო, როდესაც შეგიძლიათ მოაწყოთ დღესასწაული. პროფესიულ სფეროში არ არის გამორიცხული შენელება და საქმეების მოულოდნელი შემობრუნება. მაგრამ ეს კარგი დროა კრეატიული ადამიანებისთვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან მოულოდნელად იმოქმედონ და ყოველდღიურ ცხოვრებაში კრეატიული იდეები განახორციელონ. ზოგიერთი ეზოტერიკით დაინტერესდება. გააქტიურდება ინტელექტუალური აქტივობები.