25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

კვირა, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 22:07-ზე, მთვარე კუროშია

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. დღეს კარგი ცურვა, საუნა.

ვერძი

სერიოზულად მოეკიდეთ ყველაფერს, რაც დღეს ხდება, არ დაკარგოთ კონტროლი თქვენთვის მნიშვნელოვან პროცესებზე. შეიძლება ბევრი დრო დაკარგოთ უსარგებლო საუბრებზე ან მოსაწყენ ადამიანებთან ურთიერთობაზე.

კურო

დღეს შეგიძლიათ რამდენიმე მნიშვნელოვანი და რთული საკითხის გადაჭრა, გავლენიანი ადამიანების შეხვედრა. თქვენი ახალი ნაცნობები დაგეხმარებიან კარიერულ წინსვლაში. გააკონტროლეთ ემოციები.

ტყუპი

დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება. მოგიწევთ დრო დაუთმოთ ყოველდღიური საკითხებისა და გაუთვალისწინებელი სიტუაციების გადაჭრას. იმოქმედეთ აუჩქარებლად თქვენთვის მოსახერხებელი ტემპით. 25 აგვისტოს საღამოს გელით სასიამოვნო შეხვედრები.

კირჩხიბი

შესაძლოა დილით მოსაწყენი ან უსიამოვნო საქმეების გაკეთებამ მოგიწიოთ. შეეცადეთ დაასრულოთ ისინი რაც შეიძლება სწრაფად. იყავით წარმოსახვითი და კრეატიული: დღეს გაცნობილები მომავალში გამოგადგებათ.

ლომი

გაატარეთ დილა სასარგებლოდ, დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ვარსკვლავები არ გვირჩევენ დღეს რაიმე ახლის დაწყებას. თავისუფლად უთხარით თქვენს მეგობრებს და ნაცნობებს თქვენი გეგმების შესახებ.

ქალწული

მოვლენებითა და ემოციებით სავსე დღეა. დილიდანვე უნდა მოაგვაროთ დაგროვილი საკითხები, გამოასწორონ წარსული შეცდომები და დაუკავშირდეთ ძველ მეგობრებს. 25 აგვისტოს საღამო საყვარელ ადამიანთან ან ოჯახთან ერთად გაატარეთ.

სასწორი

დღე შესაფერისია მოძველებული კავშირების ან კონტაქტების დასასრულებლად. შეხვედრები ან გეგმები შეიძლება გაუქმდეს, მაგრამ მიხვდებით, რომ ასე იყო საჭირო. ახლობელმა შეიძლება გაგანაწყენოთ, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ, მეტად დაისვენეთ.

მორიელი

გაატარეთ დღე აქტიურად, გადადგით რამდენიმე ნაბიჯი თქვენი ოცნებისკენ. დღეს ბევრის გაკეთება შეგიძლიათ და ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. თუმცა, იყავით ტაქტიანი და მეგობრული. შეინარჩუნეთ კარგი განწყობა და მოერიდეთ დაძაბულ საუბრებს.

მშვილდოსანი

უსიამოვნო საკითხები დილითვე მოაგვარეთ. შუადღის შემდეგ განწყობა გაგიუმჯობესდებათ და საღამოს მხიარულად და აქტიურად გაატარებთ. არ გაუზიაროთ თქვენი გეგმები ან იდეები სხვებს: ამის დრო ჯერ არ მოსულა.

თხის რქა

დღეს უმჯობესია დრო გაატაროთ მარტომ, დაისვენოთ და შეეცადოთ დაიბრუნოთ პოზიტიური განწყობა. საღამოსთვის თქვენი მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება. ოჯახთან და მეგობრებთან საუბარი სასიამოვნო იქნება.

მერწყული

თქვენი კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ იპოვოთ ახალი მეგობრები და შეხვდეთ მნიშვნელოვან ადამიანებს. ზოგიერთი პატარა ოცნება, რომელიც არ საჭიროებს ხანგრძლივ მომზადებას, წარმატებით განხორციელდება. 25 აგვისტოს საღამოს შეიძლება გქონდეთ რომანტიკული პაემანი ან მოულოდნელი სასიამოვნო ნაცნობობა.

თევზები

მაშინაც კი, თუ ვინმესთან ღიად საუბარი გსურს, არ უთხრათ მას თქვენი საიდუმლოებები და არ გაუზიაროთ პირადი ინფორმაცია. შეიძლება მოგვიანებით ინანოთ. ოჯახთან ურთიერთობა განწყობის ამაღლებაში და დღის მყუდრო გარემოში გატარებაში დაგეხმარებათ.