25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ყველანაირად უნდა დამშვიდდეთ და სასიამოვნოზე იფიქროთ

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ყველანაირად უნდა დამშვიდდეთ და სასიამოვნოზე იფიქროთ

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 08:49-ზე, მთვარე სასწორში იქნება 18:11-დან

ენერგიული დღეა. ხელსაყრელია კომუნიკაცია, მოლაპარაკებები და შეხვედრები. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. აქტიური ორგანოები: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.

ვერძი

დღეს შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა, რომელსაც შრომით უნდა შეებრძოლოთ. ახალი პრობლემის გადაჭრით გატაცებული, ვერც კი შეამჩნევთ, როგორ გაქრება დაღლილობა და ენერგიულობა დაგიბრუნდებათ.

კურო

არ უნდა იჩქაროთ საქმიანი - და განსაკუთრებით ფინანსური - დოკუმენტების შედგენა: რადგან დღეს ტექსტში შეიძლება შეცდომა დაუშვათ. უმჯობესია მნიშვნელოვანი კონტრაქტების ხელმოწერა რამდენიმე დღით გადადოთ.

ტყუპი

დღეისთვის გამოყოფილი ენერგიის გაფლანგვა არასასურველია: უნდა აირჩიოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა და, მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანის გარეშე, მხოლოდ მასზე იმუშაოთ.

კირჩხიბი

თუ გაღიზიანებას იგრძნობთ, გამოფხიზლდით ნებისმიერი ხელმისაწვდომი - და სოციალურად სასარგებლო - საშუალებით. მაგალითად, დაალაგეთ სახლი, რაც არა მხოლოდ თქვენს ფსიქიკას, არამედ თქვენს ოჯახსაც წაადგება.

ლომი

ნებისმიერი კონფლიქტი, რომელსაც ნებაყოფლობით თუ უნებლიეთ წამოიწყებთ, სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანთ: მინიმუმ, შეგიძლიათ ჩხუბი საყვარელ ადამიანთან და მაქსიმუმ, - საერთოდ დაშორდეთ მას.

ქალწული

ფინანსური საკითხების გადაჭრისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ და კიდევ უკეთესია, დღეს საერთოდ უარი თქვათ მათზე - მოსალოდნელი მოგების ნაცვლად, დანაკარგი მიიღოთ.

სასწორი

თუ ფიზიკური შრომით დაკავებას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, რომ არ გადაიტვირთოთ, იმუშაოთ ზომიერად და ნელა, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ, გადაიღალოთ და ვადაზე ადრე გამოეთიშოთ რბოლას.

მორიელი

დღის განმავლობაში შინაგანი უკმაყოფილება გარშემომყოფებთან კონფლიქტებისკენ გიბიძგებთ - უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ და აკონტროლოთ ემოციები.

მშვილდოსანი

კონტროლიდან გამოსული ნეგატიური ემოციების გამო, შეიძლება ჩაიდინოთ უსიამოვნო საქციელი, რომელსაც ინანებთ, ამიტომ ყველანაირად უნდა დამშვიდდეთ და სასიამოვნოზე იფიქროთ.

თხის რქა

დღეს საკუთარ ხუმრობებს უნდა დააკვირდეთ: ის, რაც სასაცილოდ მიგაჩნიათ, შეიძლება თქვენი იუმორის ობიექტისთვის შეურაცხყოფა იყოს და მის სახით მტერი გაიჩინოთ.

მერწყული

მნიშვნელოვანი კონტრაქტის ხელმოწერამდე, ყურადღებით შეისწავლეთ იგი - განსაკუთრებით ძნელად წასაკითხი შრიფტი: საქმე იმაში არ არის, რომ მათ თქვენი მოტყუება სურთ, მაგრამ თავის დაზღვევა კარგი იქნება.

თევზები

არასასურველია თქვენი უშუალო უფროსების ყურადღების მიპყრობა: რბილად რომ ვთქვათ, ხასიათზე არ ყოფნისას, მათ შეუძლიათ თავიანთი რისხვა თქვენზე გადმოიტანონ, ამიტომ თავი შეიკავეთ და მოერიდეთ.