კურო
ენერგიული ხართ და ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს დრო დაგროვილი საქმეების შესასრულებლად. დაისახეთ ახალი მიზნები და იბრძოლეთ მათ შესასრულებლად.
ტყუპი
თუ კარიერაში წარმატების მიღწევა გსურთ, მეტად უნდა იაქტიუროთ. თუ საჭირო გახდა, გავლენიან ადამიანს სთხოვეთ დახმარება. აგრეთვე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვრებლად.
კირჩხიბი
ენერგიული და ეთუზიაზმით აღსავსე ხართ. დილიდან შეუდექით სამსახურის საქმეების მოგვარებას, რათა საღამო ოჯახისა და საყვარელი ადამიანისთვის გამოითავისუფლოთ. მასთან ურთიერთობა თქვენ უნდა გააუმჯობესოთ.
ლომი
მთელი დღე სამსახურის საქმეებს უნდა დაუთმოთ. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტებისგან. განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან. ნუ დაგეგმავთ რომანტიკულ პაემანს.
ქალწული
მაქსიმალურად შეამცირეთ შეხვედრები და მოლაპარაკებები. ნუ დაძაბავთ დამოკიდებულებას საქმიან პარტნიორებთან. მოთოკეთ ემოციები და მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე.
სასწორი
მოერიდეთ მსხვილ ხარჯს, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. ყურადღებით იმუშავეთ და მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს.
მორიელი
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, დაასრულეთ ძველები. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. გათვალეთ ყოველი ნაბიჯი, რათა უსიამოვნებებისგან დაიცვათ საკუთარი თავი და გარშემო მყოფები.
მშვილდოსანი
თუ სამსახურში უსიამოვნებები არ გსურთ, მოერიდეთ ორიგინალური და საეჭვო იდეების განხორცილებას. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილების მიღებისას.
თხის რქა
მეტი ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს. მოერიდეთ ძვირად ღირებულ საყიდლებს. ეცადეთ, გარშემო მყოფებმა თავბრუ არ დაგახვიონ და საეჭვო საქმიანობაში არ გაგხვიონ.
მერწყული
დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან და კოლეგებთან შეხვედრა, ნათესავებისა და გარშემო მყოფების თქვენდამი თბილი დამოკიდებულება კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. ეცადეთ, თქვენც მეტად ყურადღებიანი და მზრუნველი იყოთ მათ მიმართ.
თევზები
დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეგეცვლებათ გეგმები და ოჯახშიც მოსალოდნელია ცვლილებები. ამიტომ, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იმოქმედოთ.