25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, შვილებთან, ნათესავებთან. მაქსიმალურად მოერიდეთ მათთან ურთიერთობის გარკვევას. ნებისმიერი წარუმატებლობის მიზეზი ეძიეთ წარსულში. მეგობრებთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ტყუპი

მოერიდეთ დაპირისპირებას უფროსთან. ეცადეთ, არგუმენტირებულად გაიმართლოთ თავი. მეტი ყურადღება გმართებთ დაკისრებული მოვალეობების მიმართ. დღეს შეიძლება სხვების საქმეების შესრულებამ მოგიწიოთ.

კირჩხიბი

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. შეხვედრების, მგზავრობის, ცვლილებების დღეა. გაგიჭირდებათ მოსაუბრესთან საერთო ენის გამონახვა. გაფრთხილდით, არ დაკარგოთ დოკუმენტები, არსად დააგვიანოთ.

ლომი

ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მიმართ. დღეს პასუხისმგებლობა კოლეგებსა და პარტნიორებს არ დააკისროთ, ყველაფერი თავად მოაგვარეთ. მეტი ყურადღება გმართებთ საოჯახო საქმეების მიმართ.

ქალწული

სხვა დღისთვის გადადეთ ხელშეკრულებების გაფორმება, დაქორწინება. გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. ოპონენტთან საუბარმა (მისი ჭირვეულობისა და ემოციების გამო) შეიძლება სასურველი შედეგი არ გამოიღოს.

სასწორი

უამრავი წვრილ-წვრილი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. გაფრთხილდით კოლეგებმა ჭორებში, ინტრიგებში არ აგიყოლიონ. გარშემო მყოფებისგან ბევრს ნუ ელით, თავად კი დაკვირვებულად იმუშავეთ.

მორიელი

შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტელექტუალური სქმიანობა. საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით ეჭვიანი და ზედმეტად მომთხოვნი. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, განსაკუთრებით, მეგობრებთან.

მშვილდოსანი

მშვიდად მოაგვარეთ საოჯახო და სამსახურებრივი საქმეები. სხვა დღისთვის გადადეთ ბინის ყიდვა-გაყიდვა, რემონტი. გაუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

თხის რქა

დღეს დაგეგმილ საქმეებს ხშირად მოგაცდენენ გარშემო მყოფები, ზარები, მოულოდნელი შეხვედრები. სამაგიეროდ, უამრავ ადამიანს დაეხმარებით. მიხვდებით, რომ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებაც შეგძლებიათ და ხანდახან ჩამოწერილი დღის განრიგის გარეშეც საინტერესოა ცხოვრება.

მერწყული

დღეს დაგეგემილი საქმეები შეიძლება ბოლომდე ვერ მიიყვანოთ. ყველას დასჭირდება თქვენი რჩევა, ყურადღება, დახმარება. კარგი დღეა შეცდომების გამოსასწორებლად. დღეს დანაპირების შესრულებასაც მოგთხოვენ.

თევზები

გაფრთხილდით, კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო არ გაფუჭდეს თქვენი საქმეები; არ გახდეთ ტყუილის, აფერისტობის მსხვერპლი. მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას, საბუთებზე ხელის მოწერას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით